„ვოლვო ქარ კავკასიის“ წარმატებული 2022 - კომპანიამ წელი 50%-იანი ზრდის მაჩვენებლით დახურა

„ვოლვო ქარ კავკასიის“ წარმატებული 2022 - კომპანიამ წელი 50%-იანი ზრდის მაჩვენებლით დახურა

access_time2023-01-27 13:40:36

„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ „ვოლვო ქარ კავკასიამ“, რომელიც 4 ქვეყანაში ოპერირებს, 2022 წლის გეგმა 35%-იანი გადაჭარბებით შეასრულა და წლის ბოლოს, ჯამში, 50%-იანი ზრდა აჩვენა.


პანდემიისგან დატოვებული გრძელვადიანი გლობალური პრობლემებისა და რეგიონში მიმდინარე ომით გამოწვეული ლოგისტიკური გამოწვევების მიუხედავად, უპრეცედენტოა კომპანიის გაყიდვების მაჩვენებელი, რომელიც 2022 წელს საქართველოსა და აზერბაიჯანში - 27%-ით, სომხეთში - 200%-ით, ხოლო უზბეკეთში 125%-ით გაიზარდა.


2022 წლის მნიშვნელოვან პროექტებზე, მთავარ გამოწვევებზე, მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე „ვოლვო ქარ კავკასიის“ დირექტორი გაგა კოხრეიძე საუბრობს.



„2022 წლის დასაწყისში მიწოდების პრობლემებისა და უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, ისიც საეჭვო იყო, შევძლებდით თუ არა გეგმის შესრულებას. თუმცა არსებული შედეგით ძალიან კმაყოფილები ვართ - საუკეთესო წელი გვქონდა.


საკმაოდ დიდი წინსვლა გვაქვს ბიზნესის განვითარების კუთხითაც, რაც ბრენდის აუდიტის სტანდარტების შედეგებშიც აისახა. შევძელით და VOLVO-ს მიერ გაწერილი 150 პუნქტი სერვისებისა და გაყიდვების მიმართულებით 100 პროცენტით შევასრულეთ. ეს კი ნიშნავს, რომ ყველა იმ სტანდარტს ვაკმაყოფილებთ, რომლებსაც შვედეთის ცენტრალური ოფისი ითხოვს“.


2022 წელს „ვოლვო ქარ კავკასიამ“ ორი უმნიშვნელოვანესი პროექტი დაიწყო - VRE (Volvo Retail Experience) სტანდარტის შოურუმების მშენებლობა საქართველოსა და აზერბაიჯანში, რომელიც ახალ პარტნიორებთან ერთად განხორციელდება. აღნიშნული შოურუმების პროექტი რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დიდია და მასში შესაბამისი მოცულობის ინვესტიციაცაა ჩადებული. მხოლოდ საქართველოში მისი მოცულობა 15 მილიონი ლარია.



ასევე გასულ წელს კომპანიამ საბოლოო დასტური მიიღო ავტოინდუსტრიისა და „ვოლვოს“ მთავარ ტრენდზე - ელექტრომობილების იმპორტზე. რაც იმას ნიშნავს, რომ 2023 წლის მეორე ნახევრიდან რეგიონში უკვე შესაძლებელი იქნება სრულად ელექტრიფიცირებული მოდელების მიწოდება.




გაგა კოხრეიძე, „ვოლვო ქარ კავკასიის“ დირექტორი: XC40 და C40 - ესენია ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოდელები დღეს ბაზარზე, რომლებსაც სრული დამუხტვის შემთხვევაში 440კმ-მდე დაფარვა შეუძლიათ და 400 ცხენის ძალას გამოიმუშავებენ. აღნიშნული პროექტი ბევრი მიმართულებითაა მოგებიანი და სასარგებლო. რეგიონში საკმაოდ დიდი გადასახადებია შიგაწვის ძრავიან ავტომობილებზე მაშინ, როცა, მაგალითად, უზბეკეთში ელექტრომობილების იმპორტზე აქციზისა და დღგ-ს გადასახადი მთლიანად მოხსნილია. აქედან გამომდინარე, აღნიშნულ ბაზარზე ელექტრომობილების შეყვანა ყველაზე მოგებიანი იქნება. ამასთანავე, ტრენდზე გაზრდილია მოთხოვნა საქართველოშიც პრემიუმ სეგმენტში და ზოგადად საავტომობილო სფეროში.


გასულ წელს საკმაოდ დიდი იყო მოთხოვნა დამუხტვად ე.წ plug-in ჰიბრიდ XC90 და XC60 მოდელებზე. ჩვენც ეს ნიშა დავიჭირეთ, რამაც გაამართლა და 2021 წელთან შედარებით დამუხტვადი ჰიბრიდების გაყიდვები 82%-ით გავზარდეთ“.


როდესაც გლობალური ბიზნესის 2022 წლის გამოწვევებზე ვსაუბრობთ, ყველა შემთხვევაში უნდა შევეხოთ ორ მთავარ ფაქტორს - პანდემიის მემკვიდრეობას და რუსეთის ომს უკრაინაში. პანდემიის გამოწვევებს „ვოლვო ქარ კავკასიამ“ ყველაზე თამამი ნაბიჯით უპასუხა. ჯერ კიდევ 2021 წელს კომპანიამ მომხმარებელს პირველი ციფრული მაღაზია შესთავაზა, რაც გასულ წელსაც აქტუალური იყო და მომსახურების სფეროს ერთ-ერთი პრიორიტეტი - პროცესებს მარტივად წარმართვა მნიშვნელოვნად განაპირობა.  


გაგა კოხრეიძე, „ვოლვო ქარ კავკასიის“ დირექტორი: „ონლაინმაღაზიები რეგიონის ოთხივე ქვეყანაში ფუნქციონირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს ავტომობილის 360 გრადუსით დათვალიერება და შეძენა ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით შეუძლია.


თუმცა ავტომობილის შერჩევისას მნიშვნელოვანია ე.წ „touch&feel“ - ახლა მომხმარებელს დაბრკოლებების გარეშე შეუძლია ჩაეწეროს ტესტდრაივზე და „ვოლვოს“ სასურველი მოდელები გამოცადოს.


დიდი გამოწვევა იყო ომი უკრაინაში და გაზრდილი ლოგისტიკური ვადები. უკრაინა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბაზარია EMEA-ს რეგიონში. ომის დაწყებისთანავე ერთ-ერთი მთავარი პრობლემა  მიწოდების შეფერხება და ფინანსური არასტაბილურობა იყო. ჩვენ მოვახერხეთ ამ გამოწვევების მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში აღმოფხვრა და ალტერნატიულ გზებზე გადასვლა“.


კომპანიაში არსებობის მეოთხე წელს ოპტიმისტურად უყურებენ და შედეგების გაუმჯობესებასაც ვარაუდობენ. ამ პროგნოზის გაკეთების საფუძველს კი გრძელვადიანი სტრატეგია და 2023 წლის სამოქმედო გეგმა იძლევა, რომლის მთავარი მიმართულებები აქტიური მარკეტინგული კამპანიები, პროექტების დიგიტალიზაცია და ელექტრომობილების მომავალია. დიდი გეგმების შესრულებას კი საიმედო პარტნიორი სჭირდება. სწორედ ამიტომ „ვოლვო ქარ კავკასიამ“ მიიღო გადაწყვეტილება ყველაზე დიდი პოტენციალის მქონე ბაზარზე - აზერბაიჯანში პარტნიორი კომპანიის შეცვლასთან დაკავშირებით. ახალი პარტნიორისგან - „არალ ავტოსგან“ კი გაყიდვების გაორმაგებას ელოდებიან.


გაგა კოხრეიძე, „ვოლვო ქარ კავკასიის“ დირექტორი: „Volvo Cars 2025 წლისთვის ავტომობილების 50%-ს - მხოლოდ ჰიბრიდულს, ხოლო მეორე ნახევარს სრულად ელექტრიფიცირებულს აწარმოებს. 2030 წლისთვის კი მხოლოდ სრულად ელექტრიფიცირებული მოდელების წარმოებაა დაგეგმილი.


2023-იდან ყოველი წელი ახალი, სრულად ელექტრიფიცირებული ვოლვოს წარდგენის წელი იქნება. ჩვენც აქტიურად ვმუშაობთ ამ მიზნის მისაღწევად. სწორედ ამიტომ დამუხტვადი ჰიბრიდებისა და ელექტრომობილების წილი საგრძნობლად გავზარდეთ.


ჩვენი მიზანია, რომ 2023 წელს არ გადავუხვიოთ არსებულ მიმართულებას და მაქსიმალურად ვეცადოთ, შევქმნათ ნამდვილი შვედური გამოცდილება და მომხმარებელს რეგიონის ოთხივე ქვეყანაში მივაწოდოთ მაღალი ხარისხის მომსახურება. გვეყოლება ელექტრომანქანები, იმედი გვაქვს, რომ ლოგისტიკური პრობლემები თავს აღარ იჩენს და გვექნება დამატებით ორი სრულფასოვანი შოურუმი, რაც აუცილებლად გაზრდის მომხმარებლის კმაყოფილებას და, შესაბამისად, გაყიდვებსაც“.

 



(R)

 







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up