„ვოლვო ქარ საქართველომ“ „თბილისი ჰილს გოლფის“ პარტნიორობის ჯილდო მოიპოვა

„ვოლვო ქარ საქართველომ“ „თბილისი ჰილს გოლფის“ პარტნიორობის ჯილდო მოიპოვა

access_time2022-12-13 16:29:40

გოლფის სეზონის დახურვა კლუბის წევრებმა „შატო მუხრანში“ აღნიშნეს. ღონისძიებაზე, რომლის მხარდამჭერი „ვოლვო ქარ საქართველო“ იყო, სპორტის ამ სახეობის წლის მიღწევები შეაჯამეს და სხვადასხვა ნომინაციაში ჩემპიონატის გამარჯვებულები გამოავლინეს. „თბილისი ჰილს გოლფმა“ „ვოლვო ქარ საქართველოს“ 2022 წლის პარტნიორის ჯილდო გადასცა.

 

გაგა კოხრეიძე, „ვოლვო ქარ კავკასიის დირექტორი: „ვოლვო ქარ საქართველოსთვის  ეს ჯილდო ძალიან დიდი პატივია. Volvo Car გოლფის გლობალური მხარდამჭერია და, შესაბამისად, „ვოლვო ქარ საქართველოც აქტიურად მონაწილეობს ქვეყანაში სპორტის ამ სახეობის განვითარებაში. გოლფით დაინტერესებულთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება, რაც ორმხრივი პარტნიორობის შედეგია. ჩვენი მომხმარებლები სარგებლობენ შეთავაზებებით „თბილისი ჰილს გოლფში, ხოლო გოლფის კლუბის წევრები ჩვენთან, „ვოლვო ქარ საქართველოში“, სპეციალურ პირობებს იღებენ.

 

„ვოლვო ქარ საქართველოს“ მხარდაჭერით, 2022 წლის სეზონის განმავლობაში გოლფის არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ღონისძიება გაიმართა.

 


პოლ პოჰი, „თბილისი ჰილს გოლფის დირექტორი: „თბილისი ჰილსიც და „ვოლვოც ერთსა და იმავე აუდიტორიაზე არიან ორიენტირებულნი და ორივეს მიზანი უმაღლესი ხარისხია. შესაბამისად, ეს პარტნიორობა ორივე მხარის მარკეტინგული საქმიანობისთვის მოგებიანი და მე მადლობელი ვარ „ვოლვოსი იმ საჩუქრებისთვის, რომლებსაც ის გოლფის ტურნირებისთვის აწესებს. ჩვენ საერთო ხედვა გვაერთიანებს, რაც, მაღალი ხარისხის სტანდარტების გარდა, ეკომეგობრული გარემოს შექმნაშიც გამოიხატება. „ვოლვო აქტიურად მიისწრაფვის ელექტრიფიცირებისკენ. ჩვენ კი ახლახან დავამთავრეთ მზის ენერგიის პარკის გაშენება „თბილისი ჰილსზე და მოვაწყვეთ ელექტრომობილების დამტენი სადგურები“.  

 

მთელი წლის განმავლობაში „თბილისი ჰილსის“ ტერიტორიაზე გოლფის კლუბის წევრებსა და ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ, ვოლვოს უახლესი მოდელები ადგილზე დაეთვალიერებინათ და სურვილის შემთხვევაში, ტესტდრაივით ესარგებლათ.

 

--

„თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია ვოლვო ქარ საქართველო“ 2019 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. ამიერკავკასიისა და შუა აზიის მასშტაბით კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ექსკლუზიური დილერია. კომპანია მომხმარებელს  SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს, მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, კომპანიის ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით, დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც „ვოლვო ქარ საქართველო“ უზრუნველყოფს.


(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up