„ვოლვო ქარსი“, მოთხილამურე ბუთა ელოშვილი და „ვაით რებითს პარკი“ უსაფრთხოების იდეის ირგვლივ ერთიანდებიან

„ვოლვო ქარსი“, მოთხილამურე ბუთა ელოშვილი და „ვაით რებითს პარკი“ უსაფრთხოების იდეის ირგვლივ ერთიანდებიან

access_time2023-02-28 16:54:55

უსაფრთხოების წესების დაცვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია სპორტის ნებისმიერ სახეობაში, მით უფრო - ექსტრემალურ სპორტში. სწორედ ამ იდეის ირგვლივ გაერთიანდნენ „ვოლვო ქარ საქართველო“, გუდაურის „ვაით რებითს პარკი“ და მსოფლიო დონის ფრისტაილ მოთხილამურე ბუთა ელოშვილი. სამივე მათგანს აერთიანებს თავისუფლების სიყვარული და უსაფრთხოება - ეს არის მთავარი გზავნილი სათხილამურო სპორტის მოყვარულებისთვის, რომელთა ყურადღება ახლა ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატისკენ არის მიპყრობილი.


ეკა კევლიშვილი, „ვოლვო ქარ კავკასიის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი: „ვაით რებითს პარკში“ განთავსებულია ჩვენი  ქალაქის SUV XC40, რომელსაც უსაფრთხოების მრავალი ჯილდო აქვს მიღებული. იმის გათვალისწინებით, რომ ბრენდის მთავარი ღირებულებაა უსაფრთხოება არა მხოლოდ მანქანაში, არამედ მის მიღმა, ჩვენთვის ამ თემაზე საუბარი მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ ვაკეთებთ ვიდეოებსა და პოსტებს, რომლებსაც ციფრულ მედიაში განვათავსებთ. აქვე ხაზი მინდა გავუსვა, რომ „ვოლვო ქარ საქართველო“ ყოველთვის ცდილობს, მხარში დაუდგეს ახალგაზრდებს, იქნება ეს  სპორტსმენი, მუსიკოსი თუ ხელოვნების სხვა დარგის წარმომადგენელი“.


„ვაით რებითსის“, „ვოლვო ქარსისა“ და ბუთა ელოშვილის თანამშრომლობის ფარგლებში, დაგეგმილია საინფორმაციო კამპანიებიც - მოყვარული მოთხილამურეები  სასარგებლო რჩევებს მიიღებენ. შესაბამისი კონტენტი სოციალურ ქსელში განთავსდება.


ელენე საბიაშვილი,  „ვაით რებითსის“  მარკეტინგის მენეჯერი:გადავწყვიტეთ, იმ აუდიტორიისთვის, ვისაც ზამთრის სპორტის სახეობები იზიდავს და უყვარს სრიალი, სასარგებლო ინფორმაცია მიგვეწოდებინა, რაც სრიალის დროს უნდა გაითვალისწინონ. უფრო ზუსტად, ციფრულ მედიაში ვუშვებთ ცალკე კამპანიას, ვამზადებთ ფოტო და ვიდეოკონტენტს, რომელშიც მოცემული იქნება რჩევები საჭირო აღჭურვილობაზე, ასევე, მაგალითად, როგორ უნდა გააკეთონ კონკრეტული ილეთი. ვფიქრობთ, დამწყები მოთხილამურეების დახმარებასაც შევძლებთ“.



უსაფრთხოების ფასი კარგად იცის ფრისტაილ მოთხილამურე ბუთა ელოშვილმა. ამბობს, რომ კერძო ბიზნესის მხარდაჭერას ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციისა და სპორტული აქტივობებისას ფუნდამენტური წესების დაცვისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.


ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები პირველად ასპარეზობს და ბუთა წელს მასპინძელ ქვეყანას წარმოადგენს. ქართველი სპორტსმენი Slopestyle და Big Air დისციპლინებში მონაწილეობს.


ბუთა ელოშვილი, ფრისტაილ მოთხილამურე: „ვაით რებითსთან“ და „ვოლვოსთან“ თანამშრომლობა ხელს შემიწყობს, განვვითარდე, როგორც სპორტსმენი. ასევე შესაძლებლობა მაქვს, პოპულარიზაცია გავუწიო ფრისტაილს, რომელიც ტექნიკურ, საჰაერო-აკრობატულ დისციპლინებს აერთიანებს. ჩვენი მთავარი გზავნილია უსაფრთხოების წესების დაცვა ექსტრემალურ სპორტში, განსაკუთრებით კი ჩემს მიმართულებაში, რადგან ტრავმული სპორტია და ამის გამო ხშირად გვიწევს ხოლმე პაუზის აღება. შესაბამისად, უსაფრთხოება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია“.


„ვაით რებითსის“, „ვოლვო ქარ საქართველოს“ და ბუთა ელოშვილის თანამშრომლობის ფარგლებში, გუდაურის „ვაით რებითსის“ პარკში  მუსიკალური საღამოებიც დაიგეგმა. სამთო-სათხილამურო კურორტზე ჰიპ-ჰოპ ღონისძიება და სპორტული შეჯიბრება 25 თებერვალს უკვე გაიმართა. 25 მარტს კი გუდაურის სტუმრებისათვის ქართული ბენდი, „ქვემეხი“ იმღერებს.

 

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up