ვოლვო ქარსი უსაფრთხოების ახალ ტექნოლოგიას - ინტერიერის დაცულობის სისტემას წარადგენს

ვოლვო ქარსი უსაფრთხოების ახალ ტექნოლოგიას - ინტერიერის დაცულობის სისტემას წარადგენს

access_time2022-09-27 18:35:22

ვოლვო - ბრენდი, რომელიც განსაკუთრებული უსაფრთხოებით გამოირჩევა წლიდან წლამდე საკუთარ მიღწევებს აუმჯობესებს და ახალი გამოგონებებით მომხმარებელის ნდობასაც აორმაგებს. უსაფრთხოების ღვედისა და მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულების საბავშვო სავარძლის შემდეგ, რომლებმაც მილიონობით სიცოცხლე იხსნა, სრულიად ლოგიკურია, რომ მსოფლიოში პირველად, ინტერიერის დაცულობის სისტემაზეც სწორედ სკანდინავიური ბრენდის ინჟინრებმა იმუშავეს.


ეს არის უნიკალური ტექნოლოგიით შექმნილი რადარი, რომელიც ყველაზე სენსიტიურ მოქმედებაზე, მძინარე ახალშობილის მოძრაობასა და სუნთქვაზეც კი რეაგირებს.  ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ სისტემის წყალობით უსაფრთხოების დონე ვოლვოს ავტომობილებში კიდევ უფრო მაღალ ნიშნულს აღწევს.



ახალი, ექსკლუზიური გამოგონება თავდაპირველად სრულად ელექტროფიცირებულ SUV Volvo EX90-ში დამონტაჟდება. ეს მოდელი 9 ნოემბერს გამოვა. მოგვიანებით, ანალოგიური რადარით აღიჭურვება ვოლვოს სხვა მოდელებიც.

ოფიციალური სტატისტიკით, შეერთებულ შტატებში 1998 წლის შემდეგ, ავტომობილში ხანგრძლივი დროით, უყურადღებოდ დატოვებული 900 ბავშვი გარდაიცვალა. მძიმეა სტატისტიკა შინაური ცხოველების შემთხვევაშიც.  ვოლვო ქარსში აცხადებენ, რომ ახალი გამოგონებით მსგავსი შემთხვევების რისკი ნულამდე მცირდება. სისტემა, რომელიც მინიმალურ მოძრაობასა და ხმაურზე რეაგირებს,  სრულად დაფარავს ინტერიერს, საბარგულის ჩათვლით.

„ჩვენ ყოველთვის ლიდერები ვიყავით უსაფრთხოებაში.  გვინდა, მომავალშიც საავტომობილო ინდუსტრიაში დაცულობის კიდევ უფრო მაღალი სტანდარტი შევქმნათ და ამით ადამიანების სიცოცხლეზე ზრუნვა გავაგრძელოთ“, - ამბობს ლოტა იაკობსონი, ვოლვო ქარსის უფროსი ტექნიკური სპეციალისტი ტრავმების პრევენციაში.


სპეციალური სენსორი ავტომანქანაში რამდენიმე ადგილას არის იტეგრირებული.  გამაფრთხილებელი სიგნალი კი მანქანის დაკეტვისას ამოქმედდება. ავტომობილი არ ჩაიკეტება და საგანგებო შეტყობინებას მძღოლი ცენტრალურ ეკრანზე მიიღებს.

სრული დაცულობისთვის ინოვაციური გამოგონება კლიმატ კონტროლის სისტემის ამოქმედებასაც ითვალისწინებს. სისტემა ჩართული დარჩება თუ სენსორი ავტომობილში ობიექტს დააფიქსირებს.  

,, უახლესი განვითარებული ტექნოლოგიების დახმარებით, ჩვენ დაგეხმარებით, რომ არაფერი დაგრჩეთ უყურადღებოდ. დაგეხმარებით, რომ თავიდან აიცილოთ ნებისმიერი შემთხვევითი ქმედება, რამაც შესაძლოა სამწუხარო შედეგი გამოიწვიოს“, - ამბობს ლოტა იაკობსონი.

ვოლვო ქარსი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო საავტომობილო ავტომწარმოებელია. შვედურ ბრენდს არაერთი მნიშვნელოვანი გამოგონება უკავშირდება.

პირველი იყო უსაფრთხოების სამწერტილოვანი ღვედი, რომელიც ვოლვოს ინჟინერმა 1959 წელს შექმნა და მისი პატენტი მსოფლიოს უსასყიდლოდ გადასცა, რამაც დღემდე მილიონობით სიცოცხლე გადაარჩნა. ამის შემდეგ იყო მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულების ბავშვის სავარძელი, რომლის სწორად დამონტაჟების შემთხვევაშიც, მცირეწლოვანი, ავარიის შემთხვევაში, ბევრად უფრო დაცულია.


შვედურ ბრენდს საქართველოში ,,თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია ,,ვოლვო ქარ საქართველო“ 2019 წლიდან წარმოადგენს. ამიერკავკასიისა და შუა აზიის მასშტაბით კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ექსკლუზიური დილერია. კომპანია მომხმარებელს  SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს, მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე  შიგაწვისძრავიანი უახლესი მოდელები.



(R)







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up