„ვოლვო XC90“ - ყველაზე თანამედროვე და ელეგანტური კროსოვერია, რომლის შეძენაც დღეს შეგიძლიათ

„ვოლვო XC90“ - ყველაზე თანამედროვე და ელეგანტური კროსოვერია, რომლის შეძენაც დღეს შეგიძლიათ

access_time2020-06-08 11:40:00

დიახ, „ვოლვო“ მართლაც ყველაზე სოლიდური და მოხდენილი კროსოვერია, რომლის შეძენა დღეს შეგიძლიათ - ნათქვამია „ბლუმბერგის“ სტატიაში. სხვა კროსოვერები შესაძლოა უფრო მაცდურიც იყოს, მაგრამ ცხადია, რომ მხოლოდ 2020 წლის ვოლვო XC90 მოდელშია გაერთიანებული ზომიერება, კომფორტი, მცირე დეტალებზე ყურადღება და მდიდარი მემკვიდრეობა. სწორედ ამ უნიკალური შერწყმის შედეგია „ვოლვოს“ ბუნებრივი სტილი, რომელიც დიდი ზომის პრემიუმ კლასის კროსოვერებშიც კი არ იკარგება.


ყველა ზემოთ ჩამოთვლილი თვისება კი ერთ სიმბოლურ მასალაში შეიძლება გაერთიანდეს, ეს არის შალი. „მომხმარებლები, განსაკუთრებით აშშ-ში, ტყავს პრემიუმ კლასის ფუფუნების საგნად მიიჩნევს, თუმცა ისტორია გვიჩვენებს, რომ სწორედ შალი ითვლება კომფორტის და პრესტიჟის უმაღლეს გამოხატულებად“ - აღნიშნავს ვოლვოს ვიცე-პრეზიდენტი დიზაინის განხრით რობინ პეიჯი.


„როდესაც პირველად ჩავჯექი €43,000-ს ღირებულების XC90-ში, მზის სხივებში გახვეული სალონის სილამაზისგან სუნთქვა შემეკრა, წარმოუდგენელი სიმსუბუქის შეგრძნება დამეუფლა, თითქოს მშრალ და თბილ ყინულში შევაბიჯე და საჭესთან მივსრიალდი“ - აღნიშნავს სტატიის ავტორი.


შალის გადასაკრავი სულ ცოტა ხნის წინ გახდა სერიოზული ფაქტორი, რომელიც გიბიძგებთ XC90-ის, როგორც თქვენი შემდეგი საოჯახო ავტომობილის შეძენისკენ. სულაც არ არის შემთხვევითი, რომ გასულ წელს აშშ-ში „ვოლვოს“ ავტომობილების გაყიდვების თითქმის ნახევარი სწორედ XC90-ზე მოდის.


მიმდინარე წელს XC90-ის კომპლექტაციას დაემატა ახალი ცხაურა, წინა ბამპერი, 21-დუიმიანი 8-ქიმიანი მოდიფიცირებული დისკები, ექსტერიერის ფერის ახალი ოფციები, უკანა მიმართულებით გადამკვეთი მოძრაობის შესახებ გაფრთხილების გაუმჯობესებული სისტემა და საჭის აქტიური მართვის ფუნქციები.



„XC90-ის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ როდესაც ლოს-ანჯელესის ქუჩებში დავსეირნობდი, ავტომობილისგან უფრო მეტი სიმსუბუქის და სიმტკიცის შეგრძნება მოდიოდა. ეს მაშინ, როდესაც მისი კორპუსი 1 995 კგ-ს იწონის, ხოლო სალონის სივრცის მოცულობა 2 400 ლიტრზე მეტია. 100 კმ/სთ სიჩქარის განვითარების დრო კვლავ ხუთ წამს შეადგენს, ასეთი გაბარიტების მქონე კროსოვერისთვის ეს საკმარისზე მეტიც არის“ - აღნიშნავს ავტორი.


2020 წლის XC90 მოდელები ხელმისაწვდომია როგორც ფლაგ-ინ ჰიბრიდის, ასევე ბენზინის ძრავით. ვოლვო XC90 ასევე აღჭურვილია საჭის მობრუნების დამხმარე სისტემით - City Safety, რომელიც სტანდარტული აქსესუარია „ვოლვოს“ ყველა მოდელზე. ეს პროგრამა აერთიანებს ავტომატურ სამუხრუჭე და შეჯახების თავიდან აცილების სისტემებს. იგი ერთადერთი სისტემაა ბაზარზე, რომელიც აფიქსირებს ქვეითად მოსიარულეებს, ველოსიპედისტებს და ცხოველებს.


„აღსანიშნავია სრული უსაფრთხოების და სიმშვიდის შეგრძნება, რაშიც „ვოლვო“ უკონკურენტოა. ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს პირადად ჩემზე ზრუნავდნენ. ასეთი ემოციების განცდა განსაკუთრებით სასიამოვნოა მაშინ, როდესაც ჩვენს გარშემო კორონა ვირუსის პანდემია მძვინვარებს და ყველაზე უსაფრთხო ადგილად საკუთარი სახლის გარეთ ავტომობილი გეგულება. თავს სრულიად უსაფრთხოდ ვგრძნობდი, რადგან ვიცოდი, რომ ჩემს განკარგულებაში იყო „ვოლვოს“ სახელგანთქმული უსაფრთხოების სისტემები, მათ შორის გვერდითი შეჯახებისგან დაცვის სტანდარტული სისტემა, პარკირების დამხმარე კამერა და შეჯახების თავიდან აცილების სისტემა, შესანიშნავია, რომ ეს ყველაფერი შენს განკარგულებაშია. გარდა ამისა კომფორტულად ვიჯექი გამთბარ სავარძელში და ვტკბებოდი საზურგეებით და ბალიშებით, კაკლის ხის ჩანართებით და „Bowers & Wilkins“-ის 19 დინამიკიანი აუდიო სისტემით. ელეგანტური XC90 - სკანდინავიური დიზაინის, კომფორტის და ფუფუნების განსახიერებაა“ - აღფრთოვანებით აღნიშნავს სტატიის ავტორი.


(R)


თეგები:
ვოლვო



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up