„ვოლვომ“ უსაფრთხოების ახალი სისტემები შვედეთში საერთაშორისო  კონფერენციაზე წარადგინა

„ვოლვომ“ უსაფრთხოების ახალი სისტემები შვედეთში საერთაშორისო კონფერენციაზე წარადგინა

access_time2022-09-20 19:17:20

შვედეთში, „ვოლვოს ქალაქად“ წოდებულ გეტებორგში, ბრენდის იმპორტიორების შეხვედრას „ვოლვო ქარ კავკასიის“ წარმომადგენლები დაესწრნენ. შვედური ბრენდის საერთაშორისო კონფერენცია, სახელწოდებით „დღეს, ხვალ, ერთად“, სამი დღის მანძილზე მიმდინარეობდა და შეხვედრებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან „ვოლვო ქარსის“1400-ამდე ოფიციალური სადილეროს წარმომადგენელი დაესწრო.


„ვოლვო ქარ კავკასიის“ წარმომადგენლები, სხვა დელეგატებთან ერთად, ექსკლუზიურად გაეცნენ შვედური ბრენდის სამომავლო გეგმებს. კონფერენციის მონაწილეებს პირველებს ჰქონდათ შესაძლებლობა, ვოლვოს მიერ შექმნილი მომავლის სისტემებიეხილათ, მათ შორის - „Lidar“ ტექნოლოგია. მძღოლის ახალი დამხმარე სისტემა ვოლვოს ყველაზე დიდი ზომის SUV-ში იქნება ჩამონტაჟებული. ვოლვოს ინჟინრების თქმით, Lidar სისტემა გზაზე 250 მეტრის რადიუსში შეძლებს დააფიქსიროს ობიექტი, მაშინაც კი, როდესაც სიბნელეა და ასევე ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით გათვალოს ობიექტის ქმედება. უსაფრთხოების ახალი სისტემის საშუალებით, ავტომობილს შეჯახების თავიდან ასარიდებლად შესაბამისი მანევრირების შესრულება შეეძლება. ვოლვოში ფიქრობენ, რომ ეს ტექნოლოგია ავტონომიური მართვისკენ წინ გადადგმული ნაბიჯია.



გაგა კოხრეიძე, „ვოლვო ქარ კავკასიის“ დირექტორი: „მოხარული ვართ, რომ „ვოლვო ქარ კავკასიის“ წარმომადგენლობას შესაძლებლობა მოგვეცა, ბრენდის მიერ გამართულ საერთაშორისო კონფერენციასდავსწრებოდით. ეს იყო ძალიან საინტერესო გამოცდილება, ჩვენს გუნდს შესაძლებლობა ჰქონდა, ვოლვოს ქარხანა დაეთვალიერებინა და ადგილზე გასცნობოდა, როგორ ეწყობა მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავტომობილები. ასევე ვესტუმრეთ გეტებორგის ერთ-ერთ უდიდეს შოურუმს, რომლის ანალოგიც მალე საქართველოში გაიხსნება. მნიშვნელოვანია, რომ ეს იყო პირველი პირისპირ შეხვედრა ჩვენს პარტნიორებთან, რომლებმაც ძალიან ბევრი ახალი და საინტერესო ტექნოლოგია და ბრენდის სწრაფვები გაგვიზიარეს“.



კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებს შვედური პრემიუმ ბრენდის სამომავლო გეგმები, სტრატეგია და კომერციული ტრანსფორმაცია გააცნეს.



ვოლვო გეგმავს, რომ 2025 წლისთვის წარმოების 50% იყოს ელექტრიფიცირებული, ხოლო 2030 წლისთვის სრულად ელექტრიფიცირებული. ამ სტრატეგიის მიხედვით, უახლოეს მომავალში ბრენდი კიდევ უფრო მეტი ახალი ელექტრომოდელის წარდგენას გეგმავს.


ამბიციურია „ვოლვო ქარ კავკასიის“ გეგმებიც, რომელიც რეგიონში ვოლვოს პირველი ელექტრომობილების შემოყვანას 2023 წლის მეორე ნახევარში აპირებს.


---
„თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „ვოლვო ქარკავკასია“ 2019 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. ამიერკავკასიისა და შუა აზიის მასშტაბით კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ექსკლუზიური იმპორტიორია. კომპანია მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს, მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგაწვისძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, კომპანიის ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით, დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც „ვოლვოქარ საქართველო“ უზრუნველყოფს.


(R)


თეგები:
ვოლვო



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up