ავსტრიისა და შვეიცარიის ალპებზე გასულ კვირას რამდენიმე ზვავს ათი ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის სხვადასხვა სათხილამურო კურორტზე ტურისტები ახალი ზელანდიიდან, ჩინეთიდან და გერმანიიდან არიან .
ავსტრიის ხელისუფლებამ მაღალმთიან რაიონებში ქარისა და უხვი ნალექის გამო ზვავსაშიშროების საფრთის IV დონე გგამოაცხადა.
ავსტრიის პოლიციის ცნობით, უქმე დღეებში ტიროლის რეგიონში 5 ადამიანი დაიღუპა.
მიუხედავად გაფრთხილებისა, ავსტრიის სამთო-სათხილამურო კურორტებზე უამრავი ადამიანი იმყოფება, რადგანაც ამ პერიოდში სკოლებში ზამთრის არდადეგებია.
ცნობილია, რომ მხოლოდ შაბათს, ტიროლში ზვავი 30-ჯერ ჩამოწვა, 11 შემთხვევაში კი ზვავში ადამიანები მოჰყვნენ.
ავსტრიის ხელისუფლებამ დააწესა მე-4 დონის ზვავის განგაში - მეორე ყველაზე მაღალი - ინტენსიური თოვლისა და ქარის შემდეგ.
მიუხედავად გაფრთხილებისა, დასავლეთ ავსტრიაში სათხილამურო კურორტები ვენაში სასკოლო არდადეგების გამო ივსება.