VTB ბანკი Bank FC Otkritie-ს 340 მილიარდ რუბლად ყიდულობს

VTB ბანკი Bank FC Otkritie-ს 340 მილიარდ რუბლად ყიდულობს

access_time2022-12-22 17:19:17

რუსეთის ცენტრალური ბანკი, Otkritie-ს VTB ბანკს 340 მილიარდ რუბლად მიჰყიდის. მხარეებმა გაყიდვაზე შეთანხმება უკვე გააფორმეს და ის  ძალაში 31 დეკემბრამდე შევა.   ამის შესახებ ინფორმაციას reuters ავრცელებს. 

 

თანხის ორი მესამედი ნაღდი ანგარიშწორებით, დანარჩენი კი ფედერალური სახის ობლიგაციებში, ვითიბის ბალანსიდან გადაიხდება.

 

რუსეთის ცენტრალური ბანკის დირექტორთა საბჭომ VTB-სთვის Otkritie ბანკის მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილება უკვე  ოფიციალურად მიიღო.


კანონის თანახმად, რუსეთის ბანკის დირექტორთა საბჭოს  PJSC Bank FC Otkritie-ს აქციების მათი საბაზრო ღირებულებით გაყიდვის უფლება აქვს.

 


DRT JSC-ის დამოუკიდებელმა შემფასებელმა მათი საბაზრო ღირებულება 328-374 მილიარდი რუბლის ფარგლებში შეაფასა. რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა და ვითიბი ბანკმა ხელშეკრულება Otkritie FC Bank PJSC-ის 100%-იანი აქციების გაყიდვის შესახებ გააფორმეს, რომლის მიხედვითაც აქციების შესყიდვის ფასი 340 მილიარდ რუბლს შეადგენს“, - აცხადებენ ცენტრალური ბანკში.


„მხარეები შეთანხმდნენ, რომ PJSC Otkritie FC Bank-ის აქციები ვითიბი ბანკის მფლობელობაში არაუგვიანეს 2022 წლის 31 დეკემბრამდე იმ შემთხვევაში გადავა, თუ ვითიბი ბანკი გადახდის ვალდებულებას  სრულად შეასრულებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

ვითიბიმ ხელშეკრულების გაფორმება მედიასთან უკვე დაადასტურა.

 

„საბანკო ბიზნესის ინტეგრაციის გეგმა გარიგების დახურვის შემდეგ დამტკიცდება“, - აცხადებენ სახელმწიფო ბანკში. მათვე ცნობით  Otkritie-ს მომხმარებლებისთვის კი არაფერი შეიცვლება, რადგან ვითიბი  ძირითადი პროდუქტების და სერვისების შენარჩუნებას აპირებს.

VTB ბანკის ცნობით ბანკის ამჟამინდელ ხელმძღვანელს, მიხეილ ზადორნოვს კონტრაქტი 31 დეკემბერს ეწურება და ის ბანკს 1 იანვარს დატოვებს, ხოლო გამგეობის თავმჯდომარის თანამდებობაზე მიხეილ ალექსეევს წარადგენენ, რასაც ბანკი უკვე  ოფიციალურად ადასტურებს.  (თემაზე ადრე რუსული კომერსანტი წერდა). ბანკის  წარმომადგენლები ასევე  აცხადებენ რომ ცვლილებები მოსალოდნელია მენეჯმენტშიც.

 

VTB-ის აქციები გარიგების გამოცხადების შემდეგ მაქსიმუმ 5%-მდე გაიზარდა. ვითიბის აქციების საბაზრო კაპიტალიზაცია ჩვეულებრივ დაახლოებით 217,6 მილიარდი რუბლია, მაგრამ ბანკს აქვს ფინანსთა სამინისტროსა და დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს საკუთრებაში არსებული არა სავაჭრო პრივილეგირებული აქციები (მთლიანობაში პრეფები შეადგენს ვითიბის აქციების მთლიანი რაოდენობის 80.1%-ს).


თეგები:
Bank FC Otkritie



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up