„არსებობს საბანკო სისტემა და ფინანსური სისტემა, VTB ბანკი რუსული ბანკია, ფრანგული ბანკია თუ სხვა, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ეს არის საქართველოში მოქმედი ბანკი. საბანკო სისტემა ყველა შემთხვევაში დაცული უნდა იყოს“, - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში, გიორგი აბაშიშვილის საავტორო გადაცემაში „ბიზნესინსაიდერი“ ეროვნული ბანკის საბჭოს ყოფილმა წევრმა და პროფესორმა ნიკოლოზ ყაველაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, VTB ბანკის შემთხვევაში ის რაც გაკეთდა და თან საკმაოდ სწრაფად, რა თქმა უნდა გასკეთებელი იყო.
„ეს არის ქართული საბანკო სისტემის ნაწილი და საბანკო სექტორში ძალიან დიდი რისკია, რომ თუ ერთ ბანკს პრობლემა შეექმნა, შეიძლება, რომ სხვა ჯანმრთელ ბანკებს, რომლებსაც პრობლემა არ აქვთ, დომინოს პრინციპით გადაედოს კრიზისი. ამიტომ ასეთ სიტუაციაში რეგულატორებმა ძალიან დროულად უნდა იმოქმედონ, რომ ეს შესძლებლობაც კი აღკვეთონ.
რადგან არსებობს ასეთი შემთხვევები, რომ როცა კრიზისი წარმოიქნება ყველა მივარდება ბანკზე და დაიწყებს დეპოზიტების გამოტანას. არ არსებობს საბანკო სისტემა მსოფლიოში, რომელიც ყველა დეპოზიტარის მიერ ფულის გადატანას გაუძლებს“, - აღნიშნა ნიკოლოზ ყაველაშვილმა.
მისი თქმით, როდესაც ვიღაცას დეპოზიტი შეაქვს ბანკში მისი ნაწილი აუცილებლად რეზერვდება და ეს რეზერვები ეროვნულ ბანკშია, ხოლო დანარჩენის სესხად გაცემა ხდება.
„თუმცა ბანკებში ვალდებულებების და კაპიტალის შეფარდება ძალიან დიდია, შესაბამისად არის ძალიან მკაცრი მოთხოვნები მინიმალურ კაპიტალზე. ვთქვათ, ბანკის სესხების ნაწილი გაფუჭდა, ეს ვერ მოხდება დეოზიტორების და ვალდებულებების ხარჯზე, პირველი რაც დარტყმას იღებს ეს არის ბანკის კაპიტალი, თუ მაგალითად კაპიტალი არის 5 მილირდი და 1 მილიარდის სესხები გაფუჭდა, ბანკი გაუძლებს, მაგრამ თუ გაფუჭდა 7 მილიარდის სესეხები უკვე კაპიტალი საკმარისი არ იქნება ამისთვის, ამიტომ არის მოგონილი ეს მთელი სისტემა, არის კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნები, რაც ჩვენი კანონმდებლობით, ბაზელის წესებით არის განსაზღვრული და რა თქმა უნდა ამის ძალიან მკაცრი მონიტორინგი ხდება. ასეთი სისტემების განმტკიცება, ამაზე დაკვირვება და მუდივი მონიტოინგი უზრუნველჰყოფს იმას, რომ ჩვენთან ფინანსური სისტემები საკმაოდ მდგრადია“, - აღნიშნა ნიკოლოზ ყაველაშვილმა.
რაც შეეხებგა VTB ბანკის შემთხვევას, ყაველაშვილი ამბობს, რომ ამ შემთხვევაში იყო ფორსმაჟორზე რეაგორიება, მოხდა საცალო დეპოზიტების სხვა ბანკში გადაწერა.
„რისკი იმისა, რომ ბანკში დეპოზიტის გამოტანაზე მივარდნილიყო შეშინებული ხალხი და მერე ეს მთელ საბანკო სისტმაზე გავრცელებულიყო, მინიმუმამდე იქნა დაყვანილი და ძალიან დროულად და კარგად აღიკვეთა“,- აღნიშნა ნიკოლოზ ყაველაშვილმა.
თაკო კვაჭანტირაძე
თაკო კვაჭანტირაძე