სანქცირებული ვითიბი ბანკი ევროპული ბაზრიდან გასვლას აპირებს. ბანკი ბრიტანეთში საინვესტიციო მიმართულებით, ხოლო გერმანიაში საცალო მიმართულებით მუშაობს. ამის შესახებ Financial Times-ს ბანკთან დაახლოებულმა წყარომ განუცხადა.
„ჩვენ ვცდილობთ ამის გაკეთებას რაც შეიძლება სწრაფად, მაგრამ ევროპაში ბიზნესის კეთება ბევრად უფრო რთულია, ვიდრე დიდ ბრიტანეთში. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ თანხა მომხმარებელს დაუბრუნდეს“, - განუცხადა გაზეთს წყარომ.
ბრიტანული გამოცემის ცნობით, VTB-ს გერმანიაში 16 000 მომხმარებელი ჰყავს. VTB-ის ლონდონის ფილიალში ერთ დროს დასაქმებულთა რაოდენობა 500 კაცს აღწევდა, მოგვიანებით მათი რაოდენობა 120-მდე შემცირდა. FT-ის მონაცემებით, ფრანკფურტში, გერმანიის ბანკის ფილიალში დასაქმებულია 230 თანამშრომელი, ზუგში, შვეიცარიაში, სადაც ბანკი ახორციელებს ოპერაციებს სასაქონლო ბაზრებზე - 60 ადამიანი, ავსტრიაში კი 30.
წყარო: rb.ru