VTB კლიენტებს ბანკის მობილურ აპლიკაციაში შესვლისას პრობლემები ექმნებათ. ამის შესახებ INTERFAX -ს VTB-ის მობაილბანკის რამდენიმე მომხმარებელმა განუცხადა.
კერძოდ, აპლიკაციაში შესვლისას ბანკი მომხმარებელს მის განახლებას სთავაზობს, ხოლო წარუმატებელი მცდელობის შემდეგ უჩვენებს შეტყობინებას ინტერნეტთან დაკავშირებული შესაძლო პრობლემების შესახებ.
ეს პრობლემები მოსალოდნელი იყო, რადგან გასულ კვირას VTB - იმ კლიენტები გააფრთხილა, რომ დაწესებული სანქციების გამო, iOS სისტემაში VTB Online მობილური აპლიკაციის ფუნქციონირება შესაძლოა შეიზღუდოს.
ვებგვერდის DownDetector-ის ცნობით, VTB -ის მომხმარებლებს მობაილბანკის სერვისით სარგებლობის სირთულეები დილიდან დაეწყოთ.
VTB თებერვლის ბოლოს, სხვა რუსულ ბანკებთან ერთად, აშშ-ის სანქციების ობიექტი გახდა. 2014 წლის შემდეგ შეზღუდვების მთელ ისტორიაში ეს არის ყველაზე ძლიერი სანქციების ტალღა რუსეთის ფინანსურ სექტორზე.
შეგახსენებთ, რომ Apple-მა Promsvyazbank-ის აპლიკაციები უკვე წაშალა.
INTERFAX.RU