„ვუძლებთ, რთული წელი იქნება“ - სადაზღვევო სექტორის მოლოდინები

„ვუძლებთ, რთული წელი იქნება“ - სადაზღვევო სექტორის მოლოდინები

access_time2022-05-04 10:00:10

„ვუძლებთ, ესაა სადაზღვევო ბაზარის პირველი კვარტლის შეფასება. რთული წელი იქნება, ყოველ შემთხვევაში პოსტ კოვიდურ პერიოდში ვერ გადავალთ, მარტივი არ იქნება დავძლიოთ გასული წლის პრობლემები და წლევანდელი დაძაბული ვითარება“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ დაზღვევის ასოციაციის პრეზიდენტმა დევი ხეჩინაშვილმა განუცხადა.


მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.


მისი თქმით, სექტორისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პასუხისმგებლობების სავალდებულო დაზღვევის გააქტიურებას, რომელიც მთელ მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა.


„გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ავტომფლობელთან პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ჩაშვებას. ცალკე უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს სიცოცხლის დაზღვევის საგადასახადო ხელშეწყობის პროექტს, რომელიც ტექნიკურად დაწერილია. ზოგადად, სხვადასხვა პასუხისმგებლობის სავალდებულ დაზღვევა მსოფლიოში აპრობირებულია, ჩვენთან კი კანონის მიღება ჭიანურდება.


გასულ წელს სადაზღვევო კომპანიების უმეტესობას ან მინიმალური მოგება ჰქონდათ ან საერთოდ ზარალზე იყვნენ. რაც შეეხება 2022 წლის პროგნოზებს, ჯერ კიდევ რთულია გათვლების გაკეთება, თუმცა მარტივი წელი არ იქნება“,
- აღნიშნავს ხეჩინაშვილი.



„არდის“ გენერალურ დირექტორი მიხეილ ჯაფარიძეც „კომერსანტთან“ ამბობს, რომ სადაზღვევო სექტორისთვის მარტივი წელი არ იქნება.


„ვფიქრობ, 2022 წელი მარიტივი წელი არ იქნება. თუ პანდემია რეალურად დასრულდა კარგია, თუმცა გეოპოლიტიკური პროცესები, ინფლაციის ტემპი და რეცესიის რისკები, მაინც საკმაოდ მყიფე გარემოს ქმნის, რაც არ იძლევა დამაჯერებელი პროგნოზების გაკეთების შესაძლებლობას. თუმცა ბიზნესი უნდა ადაპტირდეს არსებული რეალობის შესაბამისად და პროდუქტიული იყოს იმ გარემოში, სადაც ოპერირებს“,
- ამბობს მიხეილ ჯაფარიძე.


საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის ხელმძღვანელს და დაზღვევის კავშირის თანათავჯდომარე არჩილ მორჩილაძე განმარტავს, რომ 2022 წელი სავალალო იქნება და უფრო მეტად გაიზრდება კომპანიების ზარალიანობა.


„ინფლაცია ყოველთვის ახდენს გავლენას ჩვენს სექტორზე, როდესაც ის ასეთი მაღალია, ბუნებრივია, კომპანიებს ზარალიანობა უფრო დიდი ექნებათ და ეს წლის ბოლოს გამოჩნდება. ჩემი აზრით სადაზღვევო სექტორის მდგომარეობა სავალალო იქნება, ბევრი კომპანიისთვის ეს მძიმე დარტყმა იქნება“, - თქვა არჩილ მორჩილაძემ.


სადაზღვევო სექტორს მოგება შეუმცირდა და 2021 წელი მხოლოდ 40 მილიონი ლარის მოგებით დაასრულა, რაც პანდემიურ 2020 წელთან შედარებით 16%-ით ნაკლებია.


ნინო თამაზაშვილი



თეგები:
დაზღვევა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up