სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი თურქეთსა და სირიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის გამო მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმრის წერილს სოციალურ ქსელ ტვიტერზე ავრცელებს.
„დამწუხრებული ვარ თურქეთსა და სირიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის გამო, რომელმაც ამდენი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ დაღუპულთა ოჯახების მიმართ, ხოლო დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. სომხეთი მზადაა დახმარების გაწევისთვის,“ - წერს ნიკოლ ფაშინიანი.