„ვწყვეტ ოპერაციებს, DRG-ის ეს ფორმა დამღუპველია“ - პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ტრავმატოლოგია-ორთოპედიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

„ვწყვეტ ოპერაციებს, DRG-ის ეს ფორმა დამღუპველია“ - პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ტრავმატოლოგია-ორთოპედიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

access_time2023-01-18 11:40:16

თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ტრავმატოლოგია-ორთოპედიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლევან ჩიკვატია სოციალურ ქსელში წერს, რომ  პრაქტიკულ საქმიანობას დროებით წყვეტს და ოპერაციებს აღარ ჩაატარებს, ამის მიზეზი კი DRG  სისტემის ამოქმედებაა, რომელიც მისი თქმით, ტრავმატოლოგია-ორთოპედიისთვის დამღუპველია. ექიმი ასევე წერს, რომ ფასების გათანაბრებამ გამოიწვია, უხარისხო იმპლანტების გამოჩენა.


„კომერსანტი“ ლევან ჩიკვატიას პოსტს უცვლელად გთავაზობთ.


„DRG- და ისევ ეს ყბადაღებული დი არ ჯი და მისი იმპლემენტაცია ქართული ჯანდაცვის სისტემაში!  პირველ რიგში, მომხრე ვარ ყველანაირი ინოვაციის, რაღა თქმა უნდა ჩემს ქვეყანაში, მაგრამ- დი არ ჯი-ეს ფორმა დამღუპველია კონკრეტულად ტრავმატოლოგია-ორთოპედიისთვის.



ვინაიდან და რადგანაც, ჩვენ- ქირურგი ორთოპედები (ტრავმატოლოგები) გახლავართ “იმპლანტ დამოკიდებული” პროფესიის წარმომადგენლები, ძირითადი ნაწილი ჩვენი ჩარევისა (ოპერაციისა) სრულდება ხელოვნური იმპლანტის ორგანიზმში ჩასმით, ძვლების და სახსრების სხვადასხვა სეგმენტების გასამაგრებლად, ეს მეტალი გახლავთ გარკვეული ღირებულების. რაც საკმაოდ ძვირია მთელს მსოფლიოში. იმპლანტის ხარისხის განმსაზღვრელი, ძირითადად გახლავთ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნის რეესტრები, მათგან მხოლოდ რამდენიმე მოიპოვება საქართველოში. დი არ ჯის ფასების გათანაბრებამ გამოიწვია, უხარისხო , საერთოდ რეგისტრში არ მყოფი იმპლანტების ამოტივტივება, რაც შემდგომში პირდაპირპროპორციულია ჩატარებული ოპერაციის ხარისხსა და შედეგზე! 4 თვიანი ლოდინის, საუბრების და პეტიციების მიუხედავად-არაფერი იცვლება. ჩატარებული ოპერაციიდან მიღებულ ხელფასზე ხომ საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი- ძირითადად 80-120 ლარის დიაპაზონში მერყეობს!


ვინაიდან მე გახლავართ სახელმწიფო კლინიკის თანამშრომელი, ჩვენთან (გამომდინარე გარემოებებიდან) საერთოდ შეუძლებელია ვარირება იმპლანტებთან მიმართებაში. ანუ- მე მაქვს უფლება ჩაგიყენოთ “ნაგავი” 80-120 ლარად!!! და მორჩა.


შესაბამისად- მე, ლევან ჩიკვატია, იძულებული ვარ შევწყვიტო (იმედია დროებით) ჩემი პრაქტიკული მოღვაწეობა თსსუ -ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში. სხვა სიტყვებით, რომ ავხსნა 80-120 ლარად ვიხმარო ნაგავი. მე მიყვარს ჩემი უნივერსიტეტი და რა თქმა უნდა ვაგრძელებ პედაგოგიურ მოღვაწეობას აქვე, იმ იმედით, რომ რაღაცა შეიცვლება, რისიც აღარ მჯერა. აქვე მოგიყვანთ 490 გვერდიანი წიგნის ფოტოს თუ რა არის დი არ ჯი ევროპაში, ( ხელმისაწვდომია უფასოდ) რაც არ მგონია ბევრს წაკითხული ჰქონდეს. 490 გვერდი ხუმრობა არ არის. სიახლეებს შემდგომში მოგაწვდით, ამ ეტაპისთვის ესეა. ვიცი, რომ კოლეგები მხარს დამიჭერენ და არა მარტო, ისიც ვიცი, რომ ელოდებიან ვინ პირველი აყვირდება,  დაე ვიყო! ვთვლი, რომ ეს ჩემი ვალია. დაკავებული თანამდებობიდან გამომდინარე მინიმუმ. დროებით“, - წერს ექიმი.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up