წალენჯიხაში ჩაის კრეფის და გადამუშავების პროცესს ალექსანდრე მოწერელია გაეცნო

წალენჯიხაში ჩაის კრეფის და გადამუშავების პროცესს ალექსანდრე მოწერელია გაეცნო

access_time2020-05-05 23:46:20

ჩაის კრეფის სეზონი წალენჯიხაში აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს. 


პროცესში 40 ადგილობრივი უკვე დასაქმებულია და ყოველდღიურად 25-40 ლარამდე გამოიმუშავებს, დასაქმებულთა რიცხვი მიმდინარე თვეს მხოლოდ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში 120-მდე გაიზრდება.


ჩაის კრეფის და გადამუშავების პროცესი სოციალური დისტანციის და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად მიმდინარეობს.


კომპანია ,,ლაზი, რომელიც 300 ჰექტარზე ჩაის პლანტაციას ამუშავებს და წელს 160 ტონამდე პროდუქციის წარმოებას გეგმავს სეზონს განახლებული ტექნოლოგიებით ხვდება.



კომპანიამ სახელმწიფოსგან პროექტ ,,ქართული ჩაის ფარგლებში უსასყიდლოდ 47 ათასი ლარის ღირებულების თანამედროვე აპარატურა მიიღო, რისი დახმარებითაც უმაღლესი ხარისხის მწვანე ჩაის მომხმარებელს წელს პირველად შესთავაზებს.


ჩაის კრეფის და გადამუშავების პროცესს დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერთან ბესიკ ფარცვანიასთან და მოადგილეებთან ერთად გაეცნო. სახელმწიფო რწმუნებულმა, დარგის მნიშვნელობაზე და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებაზე ისაუბრა.


,,მეჩაიეობა არის ძალიან მნიშვნელოვანი დარგი ჩვენი ქვეყნისათვის და ჩვენი რეგიონისთვის. ძალიან სასიხარულოა, რომ რომ დღეს მიმდინარეობს აქტიური სამუშაო პროცესი. როგორც მინდვრად, ასევე თვით ჩაის ფაბრიკებიც მუშაობენ იმ რეკომენდაციების დაცვით, რაც არის გათვალისწინებული, როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ. დარგი ნელა-ნელა ძლიერდება, იკრებს ძალებს, რაც ძალიან სასიხარულოა ჩვენთვის. სახელმწიფო თავის მხრივ რა თქმა უნდა ცდილობს ხელი შეუწყოს ამ დარგის აღორძინებას - განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.


კომპანია ლაზი მიმდინარე სეზონზე 160 ტონამდე პროდუქციის წარმოებას აპირებს, აქედან 50 ტონა უმაღლესი ხარისხის მწვანე და შავი ჩაი იქნება. ჩაის გადამუშავების შემდეგ მისი დაფასოება ადგილზევე ხდება. წარმოებული ჩაით კომპანია ლაზი ეროვნულ ბაზართან ერთად ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებსაც ამარაგებს.


ალექსანდრე მოწერელიამ დღესვე წალენჯიხაში ჩაის ახლად რეაბილიტირებული პლანტაციაც დაათვალიერა, რომელიც 6,5 ჰექტარს მოიცავს. აივენგო შანავამ ჩაის ნაკვეთის რეაბილიტაცია სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შეძლო.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up