ბაიდენის ადმინისტრაცია გადახედავს ამერიკის მხრიდან საერთაშორისო სანქციების გამოყენების პრაქტიკას და მომავალში თანმხლები ეკონომიკური თუ პოლიტიკური დანაკარგებს თავიდან აცილების მიზნით, მოკავშირეებთან შეთანხმებულად იმოქმედებს.
ამ დროისთვის ადინისტრაციამ ამ თემაზე ახალი მიდგომის ჩამოყალიბებაზე მუშაობა თითქმის დაასრულა და შესაბამისი დოკუმენტი მზად უკვე სექტემბრისთვის იქნება.
დონალდ ტრამპის პერიოდის მიდგომა მკვეთრად შეიცვლება - წინა ადმინისტრაცია სანქცნიებს სხვადასხვა ქვეყნების წინაამღდეგ ხშირად აწესებდა, მათი დარტყმის ქვეშ ისეთი ქვეყნები აღმოჩნდნენ, როგორებიცაა ირანი, ჩრდილოეთ კორეა, ვენესუელა, სირია, რუსეთი, და ა.შ.
შეზღუდვების მიზანი ყოველთვის იყო პოლიტიკური მოწინაამღდეგეების დასუსტება. ხშირად ეკონომიკური ეფექტი მართლაც მიიღწევა - მაგალითად, სანქციებმა ირანის და ვენესუელის ეკონომიკები მნიშვნელოვნად შეასუსტა, ხოლო ჩრდილოეთ კორეა გლობალური ფინანსური და სავაჭრო კავშირების მიღმა დატოვა.
თუმცა, ამერიკულმა სანქციებმა გრძელვადიან ცვლილებებს და პოლიტიკის შეცვლას ვერც ერთხელ ვერ მიაღწია - ეს კი მათი, როგორც პოლიტიკური ზემოქმედების ინსტრუმენტის ეფექტურობაში სერიოზულ ეჭვებს ბადებს.
ბაიდენის ადმინისტრაციის აზრით, სანქციები უნდა იყოს უფრო ფართო დიპლომატიური ძალისხმევის ნაწილი და ამ საკითხში ამერიკა მოკავშირეებთან უნდა თანამშრომლობდეს. ტრამპის გარემოცვაში მიიჩნევენ, რომ ბაიდენი კარგავს ამერიკის მიერ ბოლო 4 წლის მანძილზე მიღწეულ უპირატესობას სანქციების შესუსტებით, მაგალითად, ირანის წინაამდეგ.
თანაც, შეზღუდვები ყოველგვარი შეთანხმებების და ვალდებულებების დაკისრების გარეშე რბილდება, რაც აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს საფრთხეს უქმნის.
ტრამპის ადმინისტრაციაში თვლიდნენ, რომ ამერიკას საერთაშორისო არენაზე აქტიური მოქმედება მარტოც შეუძლია, ბაიდენი კი პირიქით, მოკავშირეებთან კომპრომისის და ერთობილივი მოქმედებების მომხრეა.
„ბოლო 4 წლის მანძილზე ამერიკა ცალმხრივად მოქმედებდა, დღეს კი ჩვენ პარტნიორებთან რეალურ მუშაობას ვიწყებთ“, - განაცხადა თეთრი სახლის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა.
ბაიდენის ახალი მიდგომები უკვე დღესაც ჩანს - ზოგიერთი სანქციები მოკავშირეებთან კონსულტაციების შემდეგ დაკორექტირდა, პირველ რიგში ეს ირანს ეხება. ზოგადად, ახალი პრეზიდენტის გარემოცვა მიიჩნევს, რომ სანქციები საერთაშორისო საზოგადოებისთვის სასარგებლო უნდა იყოს და მათი მიზანი ვიღაცის შეშინება ან დასჯა არაა.
ბაიდენის ადმინისტრაცია ასევე ცდილობს ითანამშრომლოს მოკავშირეებთან ჩინეთის და რუსეთის წიმაამღდეგ სანქციების საკითხებში.
ანალიტიკოსები დემოკრატების ბანაკიდან მიიჩნევენ, რომ ახალმა პრეზიდენტმა ევროპასთან არსებული დაძაბულობა შეასუსტა იმით, რომ რამდენიმე ირანელი მაღალჩინოსანი „შავი სიიდან“ ამოიღო, და „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ის წინაამღდეგ სანქციების გამკაცრებაზე უარი განაცხადა.
მილსადენის მშენებლობის ჩაშლის მცდელობაზე უარის თქმამ რესპუბლიკურ პარტიაში აღშფოთება გამოიწცია - ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ამ გადაწყვეტილებამ ევროპაში მოსკოვის პოზიციები გააძლიერა.
თუმცა, დემოკრატები აცხადებენ, რომ ამ გზით ბაიდენმა აღადგინა ევროპელებთან ურთიერთგაგება, რომელიც ვაშინგტონს ჩინეთის და რუსეთის წინაამღდეგ ერთიანი მოქმედებებისთვის სჭირდება.
wsj.com