Wall-street journal: „ოპეკ+“-მა ნავთობმოპოვების ზრდაზე უარი განაცხადა

Wall-street journal: „ოპეკ+“-მა ნავთობმოპოვების ზრდაზე უარი განაცხადა

access_time2021-10-05 20:00:16

ორშაბათს, ნავთობმომპოვებელი ქვეყნების გაფართოებულმა ალიანსმა ოპეკ+ ნავთობის მოპოვების სწრაფ ზრდაზე უარი განაცხადა და უპირატესობა ეტაპობრივ მატებას მიანიჭა - რაც მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს - უახლოეს პერიოდში ნავთობი არ გაიაფდება.

 


მეტიც, კარტელის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ნავთობის ფასი 2014 წლის მაქსიმუმამდე - 81 დოლარამდე ავარდა.

 


შავი ოქროს გაძვირება გაზის დეფიციტთან ერთად დაიწყო და მომხმარებელი ქვეყნები იმედოვნებდნენ, რომ რუსეთი, საუდის არაბეთი და სხვა მსხვილი მწარმოებლები, მოპოვებას გაზრდიდნენ.

 


თუმცა, ასე არ მოხდა - ძალაში დარჩა 2020 წლის აპრილის შეთანხმება, რომელიც 2021 წლის მეორე ნახევარში ყოველთვიურად დღიური მოპოვების მხოლოდ 400 000 ბარელით გაზრდას გულისხმობს, რაც დღევანდელი ენერგოკრიზისის პირობებში სრულიად არასაკმარისია.

 


ნავთობზე ფასების ზრდა მსოფლიო ეკონომიკის პოსტპანდემიური აღდგენის სწრაფი ტემპების ფონზე ხდება. ჯერ გაზი გაძვირდა და მას ნავთობიც მიჰყვა.

 


საუდის არაბეთის სახელმწიფო ნავთობკომპანიის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ გაზის კატასტროფული გაძვირების გამო, განვითარებულ ქვეყნებში ენერგოგენერაციის მნიშვნელოვანი ნაწილი ბუნებრივი აირიდან ნავთობპროდუქტებზე და ნახშირზე გადავა, ეს კი ენერგომატარებლების გაძვირებას გამოიწვევს. ასევე დღეში 500 000 ბარელით გაიზრდება მოხმარებაც.


 


პარალელურად, პასიურობენ ფიქალის ნავთობის ამერიკული მომპოვებლები - როგორც წესი, ფასების ზრდის პირობებში ისინი მოპოვებასაც ზრდიან, თუმცა არა ამჟამად - მათთვის მაღალი ფასები ვალებიდან ამოძრომის და მოგებაზე გასვლის ერთადერთი საშუალებაა, ამიტომაც ისინი ფასების კლებაზე არ იმუშავებენ.

 


შესაბამისად, შტატებიდან ნავთობის ექსპორტის შემცირება ნიშნავს, რომ საერთაშორისო ბაზარზე ფასთწარმოქმნა ძირითადად ოპეკ+-ის ქვეყნების ხელშია.

 


სანავთობო კარტელმა მოპოვების ზრდაზე უარი გარკვეული მიზეზის გამო განაცხადა და ეს მიზეზი მხოლოდ დიდი შემოსავალი არაა - ორგანიზაციის მიერ მომზადებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ სავარაუდოდ, დეკემბერში ნავთობის ბაზარზე ჭარბი მიწოდება დაფიქსირდება - ამ ვითარებაში კი მოპოვების დაგეგმილზე მეტად ზრდა ყველა მწარმოებელი ქვეყნისთვის წამგებიანი იქნებოდა.

 


სწორედ ამიტომ, ძალაში დარჩა მოპოვების ეტაპობრივი ზრდის გეგმა, რომელიც ოპეკ+-ს ყველა ქვეყნის ინტერესებს მეტ-ნაკლებად ითვალისწინებს.

 


საუდის არაბეთის სახელმწიფო კომპანიის ექსპერტთა აზრით, მსოფლიო ეკონომიკა ენერგომატარებლებზე მაღალ ფასებს გაუმკლავდება, ამიტომაც ერ-რიადში არ თვლიან, რომ ნავთობზე დღევანდელი ფასები კატასტროფულად მაღალია.

 


„საუდიტები ფასების დღევანდელი დონით კმაყოფილები არიან - ის მათ 2020 წელს მიღებული ზარალის ანაზღაურების საშუალებასაც აძლევს და ამავე დროს მომხმარებელი ქვეყნებისთვის გაუსაძლისად მაღალი არაა“, - განაცხადა საუდელმა მაღალჩინოსანმა.

 


ამავე დროს, კარტელის სხვა წევრებს მოპოვების მნიშვნელოვანი მატება არც შეუძლიათ - ანგოლა, ალჟირი და ნიგერია ისედაც სრულ სიმძლავრეზე მუშაობენ და წლების მანძილზე ინვესტიციების დეფიციტს განიცდიან - მათ მოპოვების ზრდის საშუალება არ გააჩნიათ.

 


რაც შეეხება ირანს და ვენესუელას, მათ ნავთობის დიდი მარაგები აქვთ, თუმცა მოპოვების ზრდას საერთაშორისო სანქციები აფერხებენ.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up