Wall street journal: რუსეთი გაზით ევროპაზე ზეწოლას ზრდის

Wall street journal: რუსეთი გაზით ევროპაზე ზეწოლას ზრდის

access_time2021-08-31 19:00:36

გაზის მარაგები ევროპაში მინიმალურ დონეზეა იმის გამო, რომ  პანდემიის დროს მწარმოებლებმა მოპოვება შეამცირეს, შემდეგ კი, ეკონომიკის აღდგენის დაწყების  პარალელურად, აღმოჩნდა, რომ გაზის არსებული რაოდენობა საკმარისი არაა.

 

შედეგად გაზის ღირებულება რეკორდებს ხსნის, ევროპელები კი ხარჯების შესამცირებლად ნახშირის მოხმარებას მკვეთრად ზრდიან.

 

სწორედ ამ გლობალური კრიზისის დროს, რუსეთმა ევროპაში უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტის გაზრდაზე უარი განაცხადა.

 

ევროპაში რუსული გაზი ძირითადად სწორედ უკრაინის გავლით მიდის, თუმცა. მილსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ამუშავების შემდეგ მოსკოვი ამ მარშრუტზე უარის თქმას შეძლებს. შტატებში დარწმუნებულები არიან, რომ რუსეთი გაზსადენს პოლიტიკურ იარაღად აუცილებლად გამოიყენებს იმისთვის, რომ უკრაინა დასაჯოს.

 

დღეს, როდესაც გაზსადენის მშენებლობა თითქმის დასრულებულია, დასავლეთი ცდილობს აიძულოს რუსეთი შეინარჩუნოს უკრაინული ტრანზიტის მოცულობები და 2024 წლის შემდეგ ახალი კონტრაქტის დადების ვალდებულება ითაოს.

 

22 აგვისტოს, კიევში ვიზიტის დროს, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ გაზსადენის პოლიტიკური მიზნებით გამოყენების შემთხვევაში ევროპა მზადაა მოსკოვის წინააღმდეგ ზომები მიიღოს, თუმცა, არ დაუზუსტებია, რა ზომებზეა საუბარი.

 


ევროკავშირი რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირებას წლების მანძილზე ცდილობს - თხევადი გაზის ინფრასტრუქტურას აფართოებს,  აზერბაიჯანული გაზსადენების მშენებლობას ახალისებს და თავის სარეგულაციო ბერკეტებს გაზის მიწოდების წყაროების დივერსიფიცირებისთვის იყენებს.

 

თუმცა, 2021 წლის პირველ კვარტალში რუსეთზე ევროკავშირის გაზის იმპორტის 50% მოდის, და დამოკიდებულება მოსკოვზე ამ კუთხით არათუ არ მცირდება, არამედ იზრდება. ეს რეალობა არ შეიცვლება, განსაკუთრებით ევროპის შიდა მოპოვების მკვეთრი შემცირების ფონზე.

 

20 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის დასრულებამდე მხოლოდ 15 კილომეტრია დარჩენილი.

 

თუმცა, მილსადენის ამუშავებამდე მას ტექნიკური სერტიფიცირების პროცედურის ნორვეგიულ კომპანიასთან DNV ერთად გავლა მოუწევს. გასულ წელს ნორვეგიელებმა გაზსადენთან თანამშრომლობა ამერიკული სანქციების გამო შეწყვიტეს, თუმცა, მას შემდეგ, რაც ამერიკამ პროექტის შეჩერებაზე უარი განაცხადა, ეს პრობლემა მოიხსნა.

 

„გაზპრომის“ ინფორმაციით, 2021 წელს „ჩრდილოეთ ნაკადი-2“ ევროპას 5,6 მლრდ. კუბურ მეტრ გაზს მიაწვდის, თუმცა, ეს ძალიან ცოტაა დეფიციტის და ფასების კატასტროფული ზრდის ფონზე.

 

S&P Global Platts-ის ექსპერტის ჯეიმს ჰაკსტეპის თქმით, რეალურად ახალი გაზსადენის ამოქმედება რუსული გაზის მიწოდებას ევროპაში მხოლოდ უმნიშვნელოდ გაზრდის.

 

„ჩრდილოეთის ნაკადი-2“ არ მიაწვდის ევროპას დამატებით გაზს, რადგანაც „გაზპრომს“ მოპოვების მნიშვნელოვანი ზრდის პოტენციალი ამ ეტაპზე არ გააჩნია. ახალ მილსადენში ჩაიტუმბება გაზი სხვა, უკვე არსებული მარშრუტებიდან, იგივე უკრაინული მილსადენიდან“, - განაცხადა მან.

 

გაზის დეფიციტი რიგით მომხმარებლებზე უკვე აისახა - მაგალითად, ბრიტანეთში 10%-ით გაძვირდა, ხოლო  ევროპის ელექტროსადგურები და საწარმოები სულ უფრო მეტ ნახშირს მოიხმარენ.

 

თუმცა, ახალი რუსული გაზსადენი ევროპას არა შვებას, არამედ ახალ პრობლემებს მოუტანს - შესაძლოა ევროპა რთული გადაწყვეტილებების წინაშე დადგეს მოსკოვის მიერ უკრაინული ტრანზიტის შეწყვეტის გამო. ევროპაზე რუსული ენერგეტიკული გავლენის მკვეთრი ზრდის პირობებში ეს არც თუ ისე ადვილი იქნება.


wsj.com





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up