რუსეთის სუვერენული დეფოლტი უფრო რეალური გახდა მას შემდეგ, რაც ოთხშაბათს ობლიგაციების ბაზრის ამერიკულმა რეგულატორმა განაცხადა, რომ კრემლმა ვერ შეასრულა ვალდებულებები ქვეყნის ვალის მომსახურებასთან დაკავშირებით. მოსკოვმა კრედიტორებს დოლარის ობლიგაციების რუბლში დაფარვის წინადადებით მიმართა. ამის შესახებ გაზეთი Wall Street Journal წერს.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.
რუბლებში გადახდები 6 აპრილს განხორციელდა მას შემდეგ, რაც ამერიკულმა ბანკმა JPMorgan უარი უთხრა რუსული ობლიგაციების კრედიტორებს $649 მლნ–ის ობლიგაციების გადარიცხვაზე, რომელიც რუსეთის ცენტრალური ბანკის სანქციების გამო გაყინულ ანგარიშებზე ინახება. თუ რუსეთი ამ ვალდებულებებს 4 მაისამდე, ანუ შეღავათიანი პერიოდის ბოლომდე არ დაფარავს, ის ფორმალურად დეფოლტის მდგომარეობაში აღმოჩნდება და როგორც სააგენტო Moody's ანალიტიკოსები წერენ, „ასეთი მდგომარეობის დეფოლტად განხილვა შესაძლებელია“. ვალი, რომლის მომსახურებაზეც მოსკოვი უარს ამბობს, $6 მლრდ–ს შეადგენს.