Wall street journal: რუსული კომპანიები საერთაშორისო ბირჟებს იპყრობენ

Wall street journal: რუსული კომპანიები საერთაშორისო ბირჟებს იპყრობენ

access_time2021-09-10 20:00:17

ჯანსაღი კვების პროდუქტების ქსელი «ВкусВилл» და საფონდო ბირჟა «СПБ Биржа» ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე აქციების განთავსებისთვის ემზადებიან. ეს რუსული კომპანიები, რომლებმაც ბოლო წლებში საერთაშორისო ბირჟებზე გასვლა დააპირეს პირველი არ არის. 



მას შემდეგ რაც 2014 წელს დასავლეთმა რუსეთს სანქციები დაუწესა, 2021 წელი ყველაზე  აქტიური იქნება, რასაც  ბიზნეს-კომპანიების გაყიდვების ზრდა და რუსეთის ეკონომიკის გაცოცხლება ახალისებს.


კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც რუსულ კომპანიებს საერთაშორისო ბირჟებზე გასვლაში ხელს უწყობს, გეოპოლიტიკური ვითარების გაუმჯობესებაა. მართალია, დღეს ვაშინგტონის და მოსკოვის ურთიერთობები კვლავ ძალიან დაბალ დონეზეა, თუმცა პუტინს და ბაიდენს შორის ივნისში ჩატარებულმა შეხვედრამ ვითარების განმუხტვა მეტნაკლებად მოახერხა. 

„ინვესტიციების კუთხით მდგომარეობა დღეს საკმაოდ ხელსაყრელია, შეიმჩნევა სტაბილური ზრდა და ამავე დროს რუსეთს და აშშ-ს შორის დაძაბულობამ მნიშვნელოვნად იკლო“ - განაცხადა ბრიტანული საინვესტიციო ფონდის Aberdeen Standard Investments-ის დირექტორმა ვიქტორ საბომ.

 სავარაუდოდ, ამ კუთხით 2021 წელი 2014-ზე წარმატებული იქნება. ამ წელს ლონდონის ბირჟაზე ისეთი რუსული კომპანიები გავიდნენ, როგორიცაა სავაჭრო ქსელი «Фикс Прайс», კერძო კლინიკების ქსელი «Европейский медицинский центр», და ხე-ტყის მოპოვება-გადამუშავების კონცერნი «Сегежа Групп». 

რუსეთის უმსხვილესმა ონლაინ-რითეილერმა Ozon Group-მა ნოემბერში ნიუ-იორკის ბირჟაზე 1 მლრდ. დოლარის აქციები გაყიდა. 

რუსულ კომპანიებს განვითარებული ქვეყნების ფინანსური ბაზრები ყოველთვის აინტერესებდათ და დღეს მათ ამ ბაზრებზე გასვლის შესაძლებლობა მიეცათ. უკვე წლების მანძილზე ნიუ-იორკის ბირჟაზე წარმატებულად მუშაობს რამდენიმე მსხვილი რუსული კომპანია. ესენია: ინტერნეტ-გიგანტი «Яндекс», დასაქმების ონლაინ-პლატფორმა Headhunter Group PLC, და რუსეთის უმსხვილესი მობილური ოპერატორი «Мобильные ТелеСистемы» (МТС). 

ბოლო წლების მანძილზე ევროპამ და ამერიკამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რამდენიმე პაკეტი მიიღო, თუმცა ინვესტორთა აზრით, ამ ზომებს შეზღუდული ხასიათი აქვთ. თანაც, ბოლო პერიოდში დაძაბულობის განმუხტვის ნიშნები განსაკუთრებით იმის შემდეგ გაჩნდა, რაც ბაიდენის ადმინისტრაციამ გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს დაბლოკვის მცდელობაზე უარი განაცხადა. 

ჩინეთის ბოლო თვეების მაგალითი აჩვენებს, რომ ავტორიტარულ ქვეყნებში ბიზნესის მდგომარეობა ძალიან ცვალებადია და ახალ რეგულაციებს სიტუაციის სწრაფად შეცვლა შეუძლიათ. პეკინი ბოლო თვეებში მსხვილი ჩინური კონცერნების წინააღმდეგ საკმაოდ მკაცრ ზომებს იღებს. 

თუმცა, ინვესტორების აზრით, რუსეთი მსხვილ კომპანიებს ჩინეთთან შედარებით ბევრად მეტ თავისუფლებას ანიჭებს. 

„ჩვენ ვერ ვხედავთ, და არც ველოდებით მოსკოვის მხრიდან ისეთ მკაცრ ნორმატიულ-სამართლებრივ შეზღუდვებს, როგორებიც ჩინეთმა შემოიღო. მოსკოვისთვის ასეთი მკაცრი მიდგომა დამახასიათებელი საერთოდა არაა“ - თვლის ვიქტორ საბო.


მოამზადა თენგიზ აბლოთიამ

წყარო: wall street journal 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up