როგორია Walmart-ის განახლებული პროგნოზი?

როგორია Walmart-ის განახლებული პროგნოზი?

access_time2022-08-17 23:00:14

აშშ-ს ორმა უმსხვილესმა საცალო მოვაჭრემ, Walmart-მა და Home Depot-მა რეცესიის მიმართ არსებული შეშფოთება შეასუსტეს, მაშინაც კი როდესაც სურსათსა და საწვავზე ფასების ზრდა მათ მომხმარებელს მძიმედ აწვება. - ამის შესახებ ინფორმაციას Fincancial Times ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მსოფლიოს უმსხვილესი საცალო ვაჭრობის ქსელი აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ რეცესიის მიმართ ყველაზე მგრძნობიარე მომხმარებლები იაფ სასურსათო პროდუქტებს ყიდულობენ, ბოლო კვირებში ვაჭრობაზე გაუმჯობესება შეინიშნება.


საოჯახო წვრილმანების ქსელი Home Depot აღნიშნავს, რომ სახლის მოწყობისთვის გაწეული დანახარჯები წარმოუდგენლად მაღალი იყო, რამაც ბოლო კვირებში მისი ბრუნვა დააჩქარა.


მაღალი ინფლაციისა და მზარდი საპროცენტო განაკვეთის მიუხედავად 16 აგვისტოს ანგარიშში Walmart -მა მოსალოდნელზე მაღალი გაყიდვები აჩვენა.

 

„ჩვენ კვარტალი ძლიერ ნოტაზე  დავასრულეთ“ - აღნიშნა Walmart-ის ახალმა ფინანსურმა დირექტორმა დევიდ რეინმა. მისივე თქმით, მაღაზიებში ივლისსა და აგვისტოში ტრაფიკი საგრძნობლად გაიზარდა. როგორც რეინი აღნიშნავს “ სკოლაში დაბრუნების სეზონიც კარგად დაიწყო“

 

Home Depot-ში აცხადებენ, რომ ინფლაციისა და მაღალი საპროცენტო განაკვეთის მიუხედავად ამერიკელები სახლის მოწყობაზე დიდ თანხებს ხარჯავენ, რამაც Home Depot-ს რეკორდულად მაღალი შემოსავალი და გაზრდილი კვარტალური გაყიდვები მოუტანა.


 

Home Depot-ის  აღმასრულებელი დირექტორი ტედ დეკერი აღნიშნავს, რომ აშშ-ს ეკონომიკაში „ჯვარედინი დინებების“ მიუხედავად დანაზოგები, შრომის ბაზარი და ხელფასების ზრდა კვლავ ძლიერია.

 

Walmart-ის მომხმარებლებისგან ბევრმა ტანსაცმელსა და ზოგად საქონელზე ხარჯები შეამცირა, რადგან მათ ბენზინისა და სურსათის გადასახადები გაეზარდათ.


დაბალშემოსავლიანი მომხმარებლები ცდილობენ სასურსათო ხარჯების შემცირებას და ყიდულობენ ჰოთდოგებს, დაკონსერვებულ ტუნას და ქათამს,  აღნიშნა რეინმა,  თუმცა Walmart  - ის აღმასრულებელი დირექტორის დაგ მაკმილანის  თქმით კომპანია შეიძენს ბაზრის წილს, რადგან მაღალი შემოსავლის მქონე მყიდველები ფულის დაზოგვის  მიზნით მაღაზიებსა და ელექტრო კომერციის სერვისებს მიმართავენ.


სამომხმარებლო ხარჯებში არსებულმა ცვლილებებმა Walmart-ს  ჭარბი  მარაგები დაუტოვა, განსაკუთრებით კი  ტანსაცმელში.


Walmart-ის მარაგებმა ივლისის ბოლოს 60 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც წლიურად 25 %-იანი  ზრდაა. რეინმა აღნიშნა, რომ Walmart-მა ზაფხულის სეზონური ინვენტარის უმეტესი ნაწილი გაყიდა, მაგრამ კვლავ ინახავს ელექტრონიკის, სახლისა მოწყობისა და სპორტული საქონლის ჭარბ მარაგებს.


Walmart წლიური საოპერაციო შემოსავლის 9- დან  11 პროცენტამდე შემცირებას ელის. თუმცა მოსალოდნელი იყო 11-დან 13 პროცენტამდე კლება.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up