Walt Disney 7000 თანამშრომელს ათავისუფლებს

Walt Disney 7000 თანამშრომელს ათავისუფლებს

access_time2023-02-12 23:00:08

ამერიკულმა Walt Disney Co.-მ, მსოფლიოში უმსხვილესმა გასართობმა მედიაკომპანიამ, კვარტალური მოგებისა და შემოსავლების ზრდის, ასევე ბიზნესის რეორგანიზაციის შესახებ გამოაცხადა, რაც დაახლოებით 7000 თანამშრომლის გათავისუფლებას გამოიწვევს.

 

MarketWatch-წერს, რომ კომპანიის ხელმძღვანელმა ბობ იგერმა 2022 წელს განაცხადა, რომ რეორგანიზაცია წელიწადში 5,5 მლრდ დოლარის ხარჯების შემცირებას და მასიურ გათავისუფლებას ითვალისწინებს. მაგრამ ხარჯების დაზოგვაში ახალი კონტენტის შექმნა არ მოიაზრებოდა.

 

იგერმა ასევე პირობა დადო, რომ განაახლებდა დივიდენდების გადახდას, რომელიც კოროვირუსული პანდემიის დროს შეჩერდა.

 

2023 წლის პირველ ფინანსურ კვარტალში (ოქტომბერი-დეკემბერი), Walt Disney-მ წმინდა მოგება და შემოსავალი, დიდწილად, გასართობი პარკების სეგმენტში ძლიერი მაჩვენებლების გამო გაზარდა. კომპანიის წმინდა შემოსავალმა, საანგარიშო პერიოდში, 1,28 მლრდ დოლარი, ანუ 70 ცენტი აქციაზე შეადგინა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში წმინდა შემოსავალი 1,15 მლრდ აშშ დოლარი იყო, ანუ 63 ცენტი აქციაზე.

 

შემოსავალი გაიზარდა 8%-ით, 23,51 მილიარდ დოლარამდე.


 

 

მედიისა და გართობის უმსხვილესი განყოფილების შემოსავალი გაიზარდა მხოლოდ 1%-ით და 14,78 მილიარდ დოლარი გახდა.

 

სტრიმინგის სეგმენტის შემოსავალი 13%-ით, 5,31 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, ტრადიციულმა სატელევიზიო ბიზნესმა შემოსავალი 5%-ით, 7,29 მილიარდ დოლარამდე შეამცირა. სეგმენტში კინობიზნესის ჩათვლით, შემოსავალი 2,46 მილიარდი აშშ დოლარი იყო (პროგნოზი 2,76 მილიარდი დოლარი იყო).

 

Disney+-ს კვარტლის ბოლოს 161,8 მილიონი აბონენტი ჰყავდა. ეს მონაცემი სამი თვის წინანდელზე (164,2 მილიონი) ნაკლებია. კლება მოსალოდნელი იყო და ის ანალიტიკოსების აზრით, გამოწერის ღირებულების ზრდით აიხსნება. ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ Disney+-ის აბონენტების რაოდენობა 162,7 მილიონი იქნებოდა.

 

თემატური პარკების, საკრუიზო გემების, სამომხმარებლო პროდუქტებისა და ვიდეო თამაშების განყოფილება კვარტალში 21%-ით გაიზარდა და 8,74 მილიარდ დოლარამდე შემოსავალი გაიზარდა, მაშინ როცა ანალიტიკოსები 6,6 მილიარდ დოლარამდე შემცირებას ელოდნენ.

 

ამ მოხსენებებით, დისნეის აქციები 5.4%-ით გაიზარდა ოთხშაბათის დამატებით ვაჭრობაში. წლის დასაწყისიდან კომპანიის კაპიტალიზაცია 28,7%-ით გაიზარდა და 203,9 მილიარდი დოლარი შეადგინა.


თეგები:
Walt Disney



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up