Walt Disney-ის ფილმები რუსეთის კინოთეატრებში აღარ გავა. მათი განცხადებით, სამომავლო ბიზნეს გადაწყვეტილებებს განვითარებული მოვლენების შესაბამისად მიიღებენ.
ამასთან, კომპანიაში აღნიშნავენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მუშაობენ, რათა ლტოლვილებისთვის გადაუდებელი და სხვა სახის ჰუმანიტარული დახმარება უზრუნველყონ.
გასულ კვირას უკრაინის კინოაკადემიამ რუსული ფილმებისა და კინოინდუსტრიის მიმართ საერთაშორისო ბოიკოტის მოთხოვნით ონლაინ პეტიცია შექმნა.
on.ge