Walt Disney-მ თავის ისტორიაში პირველად დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ ქალი აირჩია

Walt Disney-მ თავის ისტორიაში პირველად დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ ქალი აირჩია

access_time2021-12-02 18:30:00

Walt Disney-მ თავის 98-წლიან ისტორიაში პირველად დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ ქალი აირჩია. BBC-ის ცნობით, სიუზან არნოლდი, რომელიც ბოლო 14 წელი, ანუ 2007 წლიდან Walt Disney-ის დირექტორთა საბჭოს წევრია, თავმჯდომარის პოზიციაზე ბობ აიგერს წლის ბოლოს შეცვლის.



ადრე სიუზან არნოლდი გლობალური საინვესტიციო ფირმა Carlyle-ის აღმასრულებელი დირექტორი იყო, ხოლო ბობ აიგერს მანამდე Walt Disney-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა ეკავა, რომელიც 15-წლიანი მუშაობის შემდეგ, 2020 წელს დატოვა. ამჯერად ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტიდან მიმდინარე წლის ბოლოს წავა.



„მე საბჭოს თავმჯდომარის ამ ახალ როლს ვიღებ და მოუთმენლად ველი, რომ Walt Disney-ის აქციონერების გრძელვადიან ინტერესებს გავაგრძელებ. ასევე, მჭიდროდ ვითანამშრომლებ აღმასრულებელ დირექტორ ბობ ჩაპეკთან, რადგან ის კომპანიის კრეატიული ბრწყინვალებისა და ინოვაციის საუკუნოვან მემკვიდრეობას ეყრდნობა,“ - აცხადებს სიუზან არნოლდი, რომელიც, ასევე, ხელმძღვანელის პოზიციაზე ამერიკის რამდენიმე უდიდეს კომპანიაში მუშაობდა.



Carlyle Group-ის აღმასრულებელი მდივნის პოსტი მას ბოლო რვა წლის განმავლობაში ეკავა. ასევე, წამყვან პოზიციებზე მუშაობდა სამომხმარებლო საქონლის გიგანტ Procter and Gamble-ში და სწრაფი კვების ქსელ McDonald's-ში.




არნოლდის დანიშვნა მას შემდეგ ხდება, რაც მსხვილი კომპანიები კორპორატიული მმართველობის ექსპერტებმა, ინვესტორებმა და მარეგულირებლებმა გააკრიტიკეს, რომ აღმასრულებელი მდივნისა და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტები ხშირად ერთსა და იმავე პირს უკავია და ეს ორი ძირითადი პოზიცია უნდა გაიყოს.



ბობ აიგერი კომპანიაში 1996 წლიდან მუშაობდა. აღმასრულებელ დირექტორად მისი ყოფნის დროს Walt Disney-მ რამდენიმე მნიშვნელოვანი შესყიდვა, მათ შორის Pixar-ის, Marvel-ის, Lucasfilm-ისა და 21st Century Fox-ის მოპოვება შეძლო. 2016 წელს კომპანიამ თავისი პირველი თემატური პარკი და კურორტი ჩინეთში გახსნა.



წლის ბოლომდე Walt Disney-დან წასვლას სხვა ხელმძღვანელი პირიც აპირებს. მათ შორის არის სტუდიის ხელმძღვანელი, ალან ჰორნი, Disney-ის ბრენდირებული ტელევიზიის პრეზიდენტი და მთავარი კრეატიული ოფიცერი, გარი მარში და კომპანიის გენერალური მრჩეველი, ალან ბრავერმანი.



bpn.ge



თეგები:
Walt Disney



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up