ქსელური მარკეტებისთვის „სამართლიანი ვაჭრობის“ კანონი ამოქმედდება   - ირაკლი ღარიბაშვილი რეგულაციების დაწესებას ამჯერად სურსათზე აანონსებს

ქსელური მარკეტებისთვის „სამართლიანი ვაჭრობის“ კანონი ამოქმედდება - ირაკლი ღარიბაშვილი რეგულაციების დაწესებას ამჯერად სურსათზე აანონსებს

access_time2023-02-20 14:20:46

წამლების შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი სურსათს ფასების რეგულირებას იწყებს. როგორც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, იგეგმება ახალი თამაშის წესების შემოღება და ყველას თავისი მოგების მარჟები დაუწესდება.


„ჩემი დავალებით, ეკონომიკის სამინისტრო ახლა მოამზადებს შესაბამის კანონპროექტს, რომელიც შეეხება ევროდირექტივას, სამართლიანი ვაჭრობის შესახებ. ამიტომ, ჩვენ პარალელურად გავაგრძელებთ მუშაობას იმპორტიორებთან, ასევე, დიდი ქსელების წარმომადგენლებთან და პარალელურად, ჩვენ ასევე წარვუდგენთ ამ კანონპროექტს პარლამენტს და მინდა გამოვთქვა იმედი, რომ პარლამენტის მხრიდან მზაობა იქნება და ეს დაადასტურეს და მხარს დაგვიჭერს, რომ ევროდირექტივა, ეს რეგულაციები შემოვიღოთ ჩვენც. სხვანაირად უხეში იქნება ჩვენი მხრიდან რაღაც ხელოვნური ჩარევები განვახორციელოთ, ამიტომ, გამოვნახეთ გზა, რომ ისეთი პრაქტიკა, რომელიც ევროპამ უკვე გაიარა, ჩვენც გადმოვიტანოთ ჩვენს ქვეყანაში. ამით, რეალურად სამართლიანი წესები დაწესდება. იმპორტიორებს ექნებათ განსაზღვრული მარჟები, ფასნამატები და ასევე რითეილს ექნება თავისი განსაზღვრული წესები. ეს არის გამოსავალი, რაც ამ მოკლე ორ კვირიანი მუშაობის შედეგად გამოიკვეთა.

 



 ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფასები შემცირდეს, არაგონივრული, მაღალი მარჟებით არ იყიდებოდეს ძირითადი პროდუქტები. ეს ჩვენს მოსახლეობაზე, ჩვენს ხალხზე აისახება. ინფლაციაზე როცა ვსაუბრობთ, ინფლაციის გასული თვის მაჩვენებელი იყო 9,4%. აქედან 6,1% არის სურსათის ფასები. ასე, რომ ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ როგორც კი დარეგულირდება ეს საკითხები და ეს შეიძლება ძალიან მალე მოხდეს, ინფლაციაც ჩამოვა იმ ნიშნულზე, რომელიც ჩვენ გვაქვს განსაზღვრული - 5% დაახლოებით, ამ წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, ეს სიკეთე აისახება ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი ხალხის ჯიბეზე და მათ შემოსავლებზე. ამიტომ, ამ საკითხზე ასეთი გამოსავალი გამოვნახეთ, მთავრობა მალე გაუგზავნის ამ კანონპროექტს პარლამენტს და იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე მივირებთ შესაბამის რეგულაციებს. სხვა შემთხვევაში უბრალოდ, გამოსავალი არ ჩანს, არ მინდა, რომ ვინმეს გავუჩინოთ განცდა, რომ მთავრობა უხეშად ერევა ბიზნესის საქმიანობაში. ეს ჩვენი ხელწერა და პრაქტიკა არ არის. ასეთი გამოსავალი გამოვნახეთ და ისე, როგორც წამლების შემთხვევაში დავარეგულირეთ და ფასები ჩამოვწიეთ, გაიაფდა 60-80%-ით, შემოვიტანეთ ასევე ევროპული პრაქტიკა რეფერენტულ ფასებთან დაკავშირებით, ასეთივე ევრორეგულაციისა და ევროდირექტივების შემოღება გადავწყვიტეთ და იმედი გვაწვს, რომ ძალიან მალე დაიწყებს ფასები კლებას", - განაცხადა პრემიერმა.

თეგები:
სურსათი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up