რადიო „კომერსანტის“ დილის ეთერში ჯანდაცვის ექსპერტმა აკაკი ზოიძემ მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესებაზე ისაუბრა. მისი თქმით, თუ რეფორმა სწორად განხორციელდა მოქალაქეები წამლებზე 40%-იან შეღავათს მიიღებენ, რაც პენსიონერისთვის 40%-ით პენსიის დაზოგვას ნიშნავს.
„თუ სწორად განხორციელდა რეფორმა, პაციენტების ჯიბისთვის რეალურ შეღავათს მოიტანს და მედიკამენტების ბაზარზე ფიზიკურ დეფიციტი არ შეიქმნება. არის კვლევები, რომელთა მიხედვითაც, იმ ადამიანების პენსიის ნახევარი, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები აქვთ (ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, ფილტვების დაავადებები), წამლებზე მიდის. აქედან გამომდინარე, 40%-იანი შეღავათი ნიშნავს პენსიის დაზოგვას 40%-ით “, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.