წამყვანი ამერიკელი ეპიდემიოლოგი, ლარი ბრილიანტი აცხადებს, რომ კორონავირუსის უაღრესად გადამდები „დელტა“ ვარიანტი უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გადამდები დაავადება შეიძლება იყოს.
„ეს, ალბათ, ყველაზე გადამდები ვირუსია, რომელიც ჩვენ ოდესმე გვინახავს“, - აღნიშნა ლარი ბრილიანტმა, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად ჩუტყვავილას აღმოფხვრაზე მუშაობდა.
ლარი ბრილიანტის თქმით, ახალი ვარიანტის გავრცელების გამო, ისეთი შეგრძნებაა, რომ მსოფლიო თითქოს ჯერ კიდევ პანდემიის დასაწყისშია და არა ბოლოში.
„თუ ჩვენ 200-ზე მეტ ქვეყანაში ყველას არ ავცრით, კორონავირუსის ახალი ვარიანტები კვლავ გაჩნდება“, - განაცხადა მან.
11 მაისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კორონავირუსთან ბრძოლის ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, მარია ვან კერკხოვემ განაცხადა, რომ კორონავირუსის ვარიანტი, რომელიც პირველად გასულ წელს ინდოეთში გამოვლინდა, კლასიფიცირდება როგორც შემაშფოთებელი ვარიანტი.
imedinews.ge