წამყვანი ევროპული სატელეკომუნიკაციო კომპანიები უკრაინელი პარტნიორებისთვის როუმინგის გადასახადს ამცირებენ

წამყვანი ევროპული სატელეკომუნიკაციო კომპანიები უკრაინელი პარტნიორებისთვის როუმინგის გადასახადს ამცირებენ

access_time2022-04-10 17:30:36

Deutsche Telekom, Orange,Vodafone და წამყვანი ევროპული სატელეკომუნიკაციო 20 კომპანიისგან შემდგარი ჯგუფი შეთანხმდა, სამი თვით შეამცირონ როუმინგის საბითუმო გადასახადი უკრაინელი პარტნიორებისთვის, რომ მილიონობით უკრაინელ ლტოლვილს სახლში დარჩენილ ოჯახებთან ურთიერთობაში დაეხმარონ.

Reuters-ის ცნობით, კომპანიების ეს ნაბიჯი არის ინდუსტრიის უახლესი ინიციატივა, რადგან ბოლო კვირებში სექტორის ათზე მეტი კომპანია უკრაინაში უფასო ზარებს უკვე ახორციელებს. მათ, ასევე, როუმინგის საცალო საფასურიც მოხსნეს.

როუმინგის საბითუმო საფასურს სატელეკომუნიკაციო ოპერატორები, როგორც წესი, ევროკავშირის სხვა ქვეყნის პარტნიორებს უხდიან. ინიციატივას, ასევე, მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორების ასოციაცია, MVNO Europe და უკრაინის სამივე მობილური ოპერატორი შეუერთდა.

ევროკავშირის პროვაიდერები შეთანხმდნენ, საბითუმო როუმინგული გადასახადები და ტერმინაციის (შეწყვეტის) ტარიფები ხარჯების დონემდე შეამცირონ, რასაც ტელეკომის ოპერატორები თავიანთ ქსელებში გამავალი ზარების შესრულებაზე აკისრებენ, ასევე, შეამცირონ ტერმინაციის ტარიფები უკრაინული ნომრებიდან. შემცირების ზომა კომპანიებსა და მათ ორმხრივ ხელშეკრულებებზე იქნება დამოკიდებული.


ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, მარგრეტე ვესტაგერმა სხვა კომპანიებსაც ანალოგიური გადაწყვეტილებისკენ მოუწოდა, ხოლო ევროკავშირის დეპუტატი, ანჟელიკა ვინციგი, რომელიც ამ საკითხს ევროპარლამენტში წარმართავდა, სატელეკომუნიკაციო კომპანიების დაპირებას მიესალმა.

ინიცატივას ხელი მოაწერეს შემდეგმა კომპანიებმა: Bouygues, Fastweb, Iliad, KPN, Liberty Global, MasMovil, Polkomtel, Proximus, Telefonica, Telenor, Telia Company, Three Group და TIM.

წყარო: "ბიზნესპრესნიუსი"




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up