„წარმატებას ბევრი ფაქტორის ერთობლიობა განაპირობებს და ეს პროგრამა ამ პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია“- მანანა მჭედლიშვილი „ქალ მეწარმეთა განვითარების პროგრამის“ ბენეფიციარი

„წარმატებას ბევრი ფაქტორის ერთობლიობა განაპირობებს და ეს პროგრამა ამ პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია“- მანანა მჭედლიშვილი „ქალ მეწარმეთა განვითარების პროგრამის“ ბენეფიციარი

access_time2023-02-16 19:00:09

საქართველოს ბანკი მეწარმეების ხელშეწყობას აქტიურად აგრძელებს. ამ მიზნით, ბანკი გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) და შვედეთის მთავრობასთან პარტნიორობით „ქალ მეწარმეთა განვითარების პროგრამას“ ახორციელებს. ინიციატივა, თეორიული და პრაქტიკული კომპონენტების გაერთიანებით, 200 ქალი მეწარმის ციფრული უნარებისა და შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად.  „ქალ მეწარმეთა განვითარების პროგრამა“, 2 თვის განმავლობაში, მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, სხვადასხვა კურსების, ტრენინგებისა და ქოუჩინგ სესიების სახით შეიძინონ ზოგადი და პროფესიული ცოდნა, მოიძიონ გრძელვადიანი პარტნიორები და მიიღონ 360°-იანი მხარდაჭერა იდეიდან ბიზნესის წარმატებამდე. სწორედ ამ პროექტის მონაწილეა, მანანა მჭედლიშვილი, რომელიც  ხევსურული ნაქარგობებით დაახლოებით ათი წლის წინ დაინტერესდა და მას შემდეგ ამ საქმიანობითაა დაკავებული.  პროექტის ხელშეწყობით  კომპანია „ნაჭრელა“ უკვე გაფართოებასაც  გეგმავს.


 „დიდი ხნის განმავლობაში, სხვადასხვა აქსესუარებს ოჯახის წევრებისა და მეგობრებისთვის ვაკეთებდი. სოციალურ ქსელში მხოლოდ ფოტოებს ვათავსებდი და ვწერდი მიზანზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის ხევსურული ნაქარგის ავთენტური სახით  შენარჩუნება და დაცვა. ბევრს მოსწონდა ჩემი ნამუშევრები და მთხოვდნენ გამეყიდა, მაგრამ ამ გადაწყვეტილების მიღება ადვილი არ ყოფილა, რადგან ერთ ნაკეთობაზე შეიძლება დღეები, კვირები და თვეებიც კი ვიმუშავო. სათანადო ფასის განსაზღვრა კი, ქართულ რეალობაში საკმაოდ რთულია. თუმცა საბოლოოდ გაყიდვა გადავწყვიტე და ჩემი ნამუშევრების ფართო აუდიტორიამდე მისვლიდან ჯერ ერთი წელიც არ გასულა“, - გვიყვება მანანა.


დიდი მოთხოვნიდან და შრომატევადი საქმიანობიდან გამომდინარე მეწარმემ გაფართოება გადაწყვიტა  და რამდენიმე ადამიანის დასაქმებასაც გეგმავს.


„საკმაოდ შრომატევადი საქმიანობაა. შესაბამისად, იდეალისტიც უნდა იყო, რომ ამ საქმეს შეეჭიდო. ჯერჯერობით მარტო ვმუშაობ, თუმცა მაქვს რამდენიმე იდეა და ფინანსების მოპოვების შემთხვევაში რამდენიმე ისეთი ადამიანის დასაქმებასაც ვგეგმავ, ვინც ჩემი კომერციული იდეის სისრულეში მოსაყვანად დამეხმარება“, - ამბობს მეწარმე.


„ნაჭრელას“, როგორც მეწარმე გვიყვება, ხევსურები ნაქარგობას და ნაქარგებში გამოყენებულ ორნამენტს უწოდებენ. 



„ნაჭრელა“ - ეს სახელი ხევსურეთში თავად ნაქარგობას ჰქვია. ნაქარგობა არის სრულიად უნიკალური, განუმეორებელი ხელოვნება თავისი შესრულების ტექნიკით, ფერებითა და ფერთა შეხამებით. აღნიშნული ხელოვნება, ფაქტობრივად გადაგვარების და საბოლოო გაქრობის საფრთხის წინაშე დგას. სწორედ ამიტომ, ჩემი მიზანი გახდა უძველესი სახის შენარჩუნებით, თანამედროვე ტანსაცმელსა და აქსესუარებში გამეცოცხლებინა და დამეცვა უნიკალური ხელოვნება“, - ამბობს მანანა.


მანანა გამორჩეულ ნაქარგობებს ყოველდღიური მოხმარების ისეთ ნივთებზე აკეთებს, როგორიცაა: აქსესუარები, ტანსაცმელი. 


„ნაქარგობებს ვიყენებ, როგორც მაისურზე, კაბაზე და თმის აქსესუარებზე, ასევე პატარა ჩანთებზე, სამაჯურებსა და ქამრებზე. გარდა ქარგვისა, ჩემს ნაკეთობებს სრულად ხელით ვასრულებ - ანუ ვკერავ, რადგან საკერავმა მანქანამ შეიძლება ნაქარგი დააზიანოს და ის არ გამოვიდეს, რაც თავდაპირველად იყო ჩაფიქრებული.  ამ ყველაფერს ძველი ხევსურული წესების დაცვით ვასრულებ“, - აღნიშნავს მანანა ჩვენთან საუბრისას.


ამჟამად, „ნაჭრელას“ მთელი კოლექცია თბილისის ისტორიის მუზეუმ „ქარვასლას“ სივრცეშია განთავსებული.


რაც შეეხება „ქალ მეწარმეთა განვითარების პროგრამას“, როგორც მანანა ამბობს, ეს მისთვის მნიშვნელოვანი ბიძგი იყო, რადგან საკუთარი ნამუშევრების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა შეძლო.


„ქალ მეწარმეთა განვითარების პროგრამა“ იყო ერთგვარი ბიძგი, რომ ჩემი ნამუშევრები მეტი ადამიანისთვის გამეცნო. იქ დავინახე, რა პოტენციალი შეიძლება ჰქონდეს თუნდაც ერთი ნემსით გაკეთებულ საქმეს. ეს არის პროექტი, რომელიც მეტი კონტაქტის, აქტივობისა თუ საჭირო ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას იძლევა. აღნიშნული პროექტის შემდეგ დავიწყე კიდევ უფრო აქტიურად მუშაობა და ჩემმა მომხმარებლებმა თავიდან აღმომაჩინეს ჩემს ნაქარგობებთან ერთად. წარმატებას ბევრი ფაქტორის ერთობლიობა განაპირობებს და ეს პროგრამა ამ პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია“, - ამბობს კომპანია „ნაჭრელას“ დამფუძნებელი, მანანა მჭედლიშვილი.

 



თეგები:
ნაჭრელა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up