წარმატების 5 ფაქტორი - როგორ გამოიმუშავებენ მილიონერები ფულს

წარმატების 5 ფაქტორი - როგორ გამოიმუშავებენ მილიონერები ფულს

access_time2021-11-06 18:30:52

სკოლის, კოლეჯისა და უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ადამიანები სრულიად ახალი რეალობის წინაშე ხშირად მოუმზადებლები აღმოჩნდებიან. წიგნებში ნასწავლი იდეალური თეორიებისა და გაკვეთილების მიღმა დაუნდობელი ბიზნეს სამყარო იმალება, რომელიც მხოლოდ კონკურენტურნარიან და მოქნილ ადამიანებს წყალობს.

თუ დააკვირდებით, ბიზნესმენებს ან სხვა სფეროს წარმომადგენლებს, რომლებმაც მილიონები და მილიარდები გამოიმუშავეს, დისციპლინის, შრომისმოყვარეობის, შესაბამისი განათლებსა და რისკის სიყვარულის გარდა ერთი განსაკუთრებული შტრიხი ახასიათებთ - ადაპტაციის უნარი.

როგორც წესი, რამდენიმე სამსახურის გამოცვლის შემდეგ ადამიანი ნეტ-ნაკლებად ჩამოყალიბებულია და ხვდება, თუ რა სფეროს სურს მიუღვნას თავი.

ამას გარდა წარმოგიდგენთ მილიონერების საიდუმლოებებს, რომლებმაც ფული გამოიმუშავეს. რა ფაქტორები განსაზღვრავს წარმატებას?

1. მილიონერები, რომლებიც ფულს აკეთებენ, პატიოსნები არიან

ერთ-ერთი საუკეთესო წიგნი სიმდიდრის შექმნის შესახებ არის თომას ჯ. სტენლის „მილიონერის გონება“. სტენლიმ ასობით მილიონერი გამოკითხა, რათა გაერკვია მათი ფულის გამომუშავების საიდუმლოებები. მათი უმეტესობის მიერ თქმული წარმატების ფაქტორების სიაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო პატიოსნება.

თუ გინდა სიმდიდრის შექმნა, ეს მხოლოდ ხალხის დახმარებით მოხდება. თქვენ უნდა შეძლოთ ბიზნესის კეთება ადამიანებთან და მათ მეშვეობით. თუ არაკეთილსინდისიერი ხართ და არავინ გენდობათ, გაგიჭირდებათ ბიზნესის დამყარება, პარტნიორული ურთიერთობების დამყარება და გარიგებების დადება. აუცილებელია თქვენს მიერ გაცემული დაპირება შეასრულოთ.

2. მილიონერებს აქვთ დისციპლინა

წარმატების ერთ-ერთი თვისება არის თვითდისციპლინა. თითქმის ყველა მილიონერი ან შემოსავლიანი ადამიანი ამტკიცებს, რომ თვითდისციპლინის გარეშე ისინი ისეთივე წარმატებულნი არ იქნებოდნენ, როგორც დღეს არიან.


დიდმა მილიონერმა მაგნატმა რობერტ კიოსაკიმ ერთხელ თქვა: "თვითდისციპლინა არის # 1 ფაქტორი, რომელიც ადამიანებს მდიდრებად, საშუალო ფენად და ღარიბებად ანაწილებს.“

3. მილიონერები უფრო მეტს მუშაობენ, ვიდრე ადამიანების უმეტესობა

შეიძლება ძნელად დასაჯერებელია, თუმცა ფაქტია. სპორტისა და გართობის ბევრმა ტიტანმა განაცხადა, რომ მათი წარმატების ერთადერთი გზა თავდაუზოგავი შრომა იყო.

შეისწავლეთ ნებისმიერი უაღრესად წარმატებული ადამიანი და დარწმუნდებით, რომ ეს ასეა. მაგალითად, შეიძლება ლეგენდარული სტივ ჯობსი მოყვანოთ - მას ასევე ჰქონდა უნარი დაუღალავად ეძია საკუთარი შესაძლებლობები. იგივეა მილიონერების უმეტესობა, რომლებიც საკუთარ ფულს აკეთებენ.

4. მილიონერებს მოსწონთ ის, რასაც აკეთებენ

ალბათ, მუდმივად გესმით მოწოდება: მიჰყვებით თქვენს ვნებას, ოცნებას. უმეტეს შემთხვევაში, ეს განიხილება, როგორც გზა ბედნიერებისკენ. მილიარდერი უორენ ბაფეტი ამტკიცებდა, რომ ადამიანები, რომლებიც ცხოვრებაში თავიანთ ვნებას პოულობენ, ყველაზე იღბლიანები არიან. მას სჯერა, რომ როდესაც ადამიანები პოულობენ საკუთარ გატაცებას, მათი შრომისუნარიანობა ათჯერ იზრდება.

5. მილიონერებმა იციან როგორ მოერგონ ბაზარს

მართალია, მნიშვნელოვანია, რომ საყვარელი საქმე აკეთოთ, მაგრამ ბიზნეს სფეროს კონკრეტიკა უკვარს. ფულის გამომუშავებისთვის, აუცილებელია გქონდეთ უნარი, მოერგოთ ბაზარს და უფრო მეტიც, გახდეთ ლიდერი.

თუ გიყვართ ხელოვნების კეთება, მაგრამ თქვენს ბაზარზე ხელოვნებისადმი ინტერესი მცირეა ან საერთოდ არ არის, მაშინ მზად უნდა იყოთ ადაპტაციისთვის. გახსოვდეთ, თქვენი ინტერესები და იდენტურობა ყოველთვის უნდა დაიცვათ, ეს სხვებისგან განასხვავებთ, თუმცა, თუ ბაზარს სხვანაირი მოთხოვნები აქვს, მოგიწევთ ადაპტირება.


წყარო: wealthygorilla.com, "ბიზნესპრესნიუსი"





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up