წარმატებით ვმასპინძლობთ ევროპის თასს ბაკურიანში, რისთვისაც არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა - მსგავსი სახის აქტივობები ძალიან მნიშვნელოვანია ტურიზმის განვითარებისთვის, პირველ რიგში კი სამთო-სათხილამურო კურორტებისთვის,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.
მისი შეფასებით, სასიხარულოა, რომ ქვეყანას ევროპის თასის ფარგლებში მსოფლიო დონის მოთხილამურეები სტუმრობენ. ამასთან აღნიშნავს, რომ მოთხილამურეები დადებითად აფასებენ იმ ინფრასტრუქტურას, რომელიც აღნიშნული ღონისძიებისთვის მოეწყო.
"ჩვენ ქვეყანას ევროპის თასის ფარგლებში მსოფლიო დონის მოთხილამურეები სტუმრობენ, რომლებმაც დადებითად შეაფასეს ის ინფრასტრუქტურა, რომელიც ამ ღონისძიებისთვის ადგილობრივად მოვაწყვეთ. მსგავსი სახის აქტივობები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ტურიზმის განვითარებისთვის, პირველ რიგში კი სამთო-სათხილამურო კურორტებისთვის. ეს საქართველოს პოზიციონირებას ამყარებს საერთაშორისო არენაზე",- აღნიშნავს ქვრივიშვილი.