წარმატებული ქართული სამშენებლო კომპანია „მეტი დეველოპმენტი“, რომელიც პანდემიის ფონზე არ გაჩერებულა

წარმატებული ქართული სამშენებლო კომპანია „მეტი დეველოპმენტი“, რომელიც პანდემიის ფონზე არ გაჩერებულა

access_time2021-08-31 14:25:09

მაშინ, როდესაც Covid-19-ის პანდემიამ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ბიზნესს სერიოზული პრობლემები შეუქმნა და არაერთი მათგანის მუშაობა სამუდამოდ შეაჩერა, საქართველოს ბაზარზე მოღვაწე სამშენებლო კომპანია „მეტი დეველოპმენტი“ კარგი მაგალითი აღმოჩნდა იმის საილუსტრაციოდ, რომ არ არსებობს ბარიერი, რომელსაც ვერ გადალახავ, თუკი საკმარისად მოინდომებ.


კომპანიაში, შეძლებისდაგვარად, მაქსიმალურად გრძელდებოდა და გრძელდება მიმდინარე მშენებლობები, იგეგმებოდა და იგეგმება ახალი პროექტები. „მეტი დეველოპმენტი“, ასევე, სხვადასხვა ღონისძიებით ცდილობდა,  დახმარებოდა საზოგადოებას, რასაც სამომავლოდაც გააგრძელებს.


როგორც კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი პაპუნა ხაზალია აღნიშნავს, „მეტი დეველოპმენტში“ მიაჩნდათ, რომ დანებების უფლება არ ჰქონდათ და შექმნილი ვითარებიდან აუცილებლად უნდა მოენახათ გამოსავალი. სწორედ ამიტომ, კომპანია მთლიანად ახალ რეგულაციებზე გადაეწყო და მუშაობის რეჟიმიც შეიცვალა.


-როგორ შეაფასებდით ამ პერიოდს? როგორ მოახერხა კომპანიის მენეჯმენტმა ადაპტირება და კრიზისის მართვა?


-როგორც კი Covid-19-ის პანდემიამ საქართველოშიც მოიკიდა ფეხი, მივხვდით, რომ აუცილებლად უნდა გავმკლავებოდით იმ სირთულეებს, რომელთა წინაშეც არა მხოლოდ საქართველო და ქართული ეკონომიკა, არამედ მთელი მსოფლიო აღმოჩნდა. იმ ფონზე, როცა ეკონომიკური აქტივობები საგრძნობლად შემცირდა და ბიზნესის მნიშვნელოვანმა ნაწილმა ვეღარ გააგრძელა სათანადოდ ფუნქციონირება, საზოგადოებასაც და სახელმწიფოსაც განსაკუთრებით მძიმედ დააწვებოდა სამშენებლო სექტორში წარმოქმნილი პრობლემები. სწორედ ამიტომ, ჩვენ თავიდანვე ავუწყეთ ფეხი შექმნილ რეალობას და მუშაობა ისე გავაგრძელეთ, რომ არსებულ პირობებში მაქსიმალურად ეფექტურები ვყოფილიყავით.


ამისათვის ნამდვილად სერიოზული ადაპტაციის პროცესი გავიარეთ, თუმცა ყველაფერი ძალიან სწრაფად მოვახერხეთ. შექმნილ ვითარებას მოერგო არა მხოლოდ „მეტი დეველოპმენტის“ მენეჯმეტის რგოლი, არამედ ყველა სახის სამუშაო პროცესი და თითოეული დასაქმებული, რომელიც „მეტი დეველოპმენტშია“. შესაბამისად, კრიზის გადალახვაც შევძელით. ჩვენი ყველა ნაბიჯი გეგმაზომიერი და გულწრფელი იყო. რაც მთავარია, ჩვენი მიზანი - ადამიანების გვერდით დგომა, განსაკუთრებით კი, მათი ამ მძიმე სიტუაციაში დახმარება - არ გვაძლევდა დანებების საშუალებას. ჩვენ ვალდებულები ვიყავით, ამ ყველაფერს გავმკლავებოდით და საზოგადოებისთვის უფრო მეტი სარგებელი მოგვეტანა.




-რეგულაციების დაცვის პარალელურად, რამდენად მარტივი იყოს სამშენებლო პროცესების მართვა?


-მიუხედავად იმისა, რომ ეს ნამდვილად  იყო და არის დაკავშირებული გარკვეულ სირთულეებთან, „მეტი დეველოპმენტისთვის“ ყველაზე მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, ადამიანების ჯანმრთელობაა. რეგულაციების დაცვა იყო და არის ის საფუძველი, რის გარეშეც დღეს არანაირი საქმის გაკეთება აღარ შეიძლება. მიმაჩნია, რომ ეს თითოეული ადამიანის მოვალეობაა, მიუხედავად იმისა, თუ რას საქმიანობს. რეგულაციების დაცვით, ჩვენ ვიცავთ არა მხოლოდ საკუთარი თანამშრომლების, არამედ ყველაზე იმ ადამიანის ჯანმრთელობას, რომლებთანაც მათ ურთიერთობა აქვთ. როგორც ყველა სხვა სტრუქტურა თუ ორგანიზაცია, ჩვენც მაქსიმალურად ვიცავდით დისტანციას. შეხვედრები და სხვა სამუშაო პროცესები მიმდინარეობდა და მიმდინარეობს პირბადის გამოყენებით და გადავეწყეთ მუშაობის დისტანციურ რეჟიმზეც.


-პანდემიის პერიოდი აისახა თუ არა სამშენებლო პროცესის ტემპზე, სამუშაოების ვადაზე გვიან დასრულების კუთხით?


-ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობდით ყველა შესაბამის უწყებასთან; კანონისა და რეგულაციების დაცვით ვიღებდით ყველა საჭირო გადაწყვეტილებას, რათა ჩვენი საქმე უსაფრთხოდ გაგვეგრძელებინა და მობინადრეებისთვის დამატებითი დისკოფორტი არ შეგვექმნა, თუმცა აქვე უნდა ავღნიშნო, რომ მიმდინარე სამშენებლო პროცესების ტემპზე არსებული ვითარება საგრძნობლად აისახა.


მოგეხსენებათ, ჩვენ რამდენიმე მიმდინარე მშენებლობა გვაქვს, რომლის დასრულებასაც ასობით ოჯახი ელოდება. შესაბამისად, პასუხისმგებლობა ძალიან დიდია. ისინი გაგებით შეხვდნენ შექმნილ ვითარებას.





-სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებები, შეღავათები და საშემოსავლო სისტემა რამდენად მნიშვნელოვანი და დროული იყო ბიზნესისთვის?


-ეკონომიკური კრიზისისას კერძო სექტორისა და სახელმწიფოს თანამშრომლობა უალტერნატივო გამოსავალია. თუ მათ ერთობლივად არ დასახეს მოქმედების გეგმა, მაშინ არაფერი გამოვა. ასე რომ, ის ღონისძიებები, რაც სახელმწიფომ ეკონომიკის მიმართულებით გაატარა და ის შეღავათები, რაც პანდემიისას მან ბიზნესს მისცა, ძალიან სწორი, დროული და მნიშვნელოვანი იყო. ვფიქრობ, სახელმწიფომ  მიერ გატარებულმა პოლიტიკამ ამ მიმართულებით დადებითი შედეგი გამოიღო.


-რა სახით აისახა პანდემია გაყიდვების კოეფიციენტზე და თუ მოახერხეთ, ამ მიმართულებითაც, მოკლე პერიოდში მარკეტინგული და გაყიდვების სისტემის გადაწყობა?


-თუ პანდემიის დაწყებამდე კომპანიას მიმიდინარე სამუშაო პროცესების მართვისთვის სჭირდებოდა  გარკვეული ძალისხმევა, პანდემიის შედეგ ეს ძალისხმევა 25-30%-ით გაიზარდა. შესაბამისად, ჰოლდინგში დასაქმებულთა რაოდენობა კი არ შემცირდა, არამედ მათი რიცხვი 35 ადამიანით გაიზარდა. ეს კომპანიისთვის ერთგვარი გამოწვევა იყო, რაც ახალ ეტაპზე გადასვლის საფუძველი გახდა.


ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რათა არ შეჩერებულიყო სამშენებლო პროცესი, ასევე, გავითვალისწინეთ არსებული ეკონომიკური ვითარება და მაქსიმალურად საინტერესო შეთავაზებები შევთავაზეთ მომხმარებელს. რა თქმა უნდა, ამის ძირითადი მიზეზი „მეტი დეველოპმენტის“ მარკეტინგული გადაწყვეტილებებია, რომლებიც პანდემიით გამოწვეულ რეალობაზე იყო მორგებული.


ძალიან ბევრმა ემიგრანტმა თუ საქართველოში მყოფმა ჩვენმა მოქალაქემ გამოიყენა ის უნიკალური შეთავაზებები, რომლებითაც „მეტი დეველოპმენტი“ მომხმარებლების წინაშე წარსდგა. თუმცა, არსებულმა რეალობამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა გაყიდვების კოეფიციენტის კლებაზე.


-დღეის მდგომარეობით, რა მიმდინარე და დაგეგმილი სამშენებლო პროექტებით არის წარმოდგენილი კომპანია?


-დღეის მდგომარეობით, ჩვენი მიმდინარე პროექტებია „ეკოსითი კრწანისი“ და „ეკოსითი სამგორი“.


 „ეკოსითი კრწანისის“ მშენებლობა მალე დასრულდება და საბოლოო სახით ჩაბარდება მობინადრეებს. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მათ შორის არის კომპანია „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებული 259 მობინადრე.


რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ჩვენ არაერთი პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ, რომელიც მეტ სიმწვანეს, სიჯანსაღესა და ეკოლოგიურად სუფთა არქიტექტურულ ნაგებობას აჩუქებს თბილისსა თუ საქართველოს სხვა ქალაქებს, ხოლო მობინადრეებს უმაღლეს საცხოვრებელ პირობებს შესთვაზებს. ასეთი სამომავლო პროექტები, რომლებიც სულ მალე დაიწყება, არის „ეკოსითი ჩაჩავა“, „ეკოსითი ვაშლიჯვარი“, „ეკოსითი გორგასალზე“ და „ეკოსითი ყიფშიძეზე“. ყველა მიმიდნარე ობიექტზე, ჯამში, 450-მდე დაზარალებული ოჯახი დაკმაყოფილდება.




-სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, რა სახის ღონისძიებები განახორციელა კომპანია „მეტი დეველომენტმა“ პანდემიის პირობებში?


-სოციალურ პასუხისმგებლობას „მეტი დეველოპმენტი“ დაარსების დღიდანვე გრძნობს. ჩვენ ვცდილობთ, პირველ რიგში, იმ ადამიანებს დავუდგეთ გვერდით, რომელთაც დახმარება ყველაზე მეტად სჭირდებათ. ჩვენი საქმიანობის მთავარ მიმართულებადაც დაუსრულებელი მშენებლობების დასრულება ავირჩიეთ და ქართულ ბაზარზე გავხდით პირველი კომპანია, რომელმაც ბინათმშენებლობით დაზარალებული მობინადრეების დახმარება აქტიურად დაიწყო.


რაც შეეხება პანდემიის პერიოდში ჩატარებულ ღონისძიებებს და ზოგადად, სხვადასხვა სახის მხარდამჭერ აქტივობებს, ამ ყველაფერს რეგულარული სახე აქვს. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, ვცდილობთ, საკვები პროდუქტებით დავეხმაროთ სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა თუ სოფელში, ვაწყობთ გამწვანების აქციებს და აქტიურად ვერთვებით ეკოლოგიური მდგომარეობის დაცვისკენ მიმართულ ღონისძიებებში. გარდა ამისა, ყოველდღიურად ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ ჩვენს ემიგრანტებს და დავეხმაროთ მათ, დაბრუნდნენ თავიანთ სამშობლოში. სწორედ ამიტომ, „მეტი დეველოპმენტის“ კომპლექსებში ბინის შეძენისას ემიგრანტები განსაკუთრებული შეღავათებით სარგებლობენ.


-რამდენად უსაფრთხო გარემოა დღეს კომპანიაში და როგორ მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი?


-როგორც გითხარით, ჩვენ ყველა შესაბამის ინსტრუქციას მივყვებით და ზედმიწევნით ვიცავთ არსებულ რეგულაციებს. მათ შორისაა კომპანიის თანამშრომლების ვაქცინაციის პროცესი, რაც ძალიან აქტიურად მიმდინარეობს და თანამშრომელთა 90%-ის ვაქცინაციას გულისხმობს.უახლოეს პერიოდში კი აუცილებლად ჩავერთვებით ვაქცინაციის წამახალისებელ კამპანიაშიც.


-თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია მოსახლეობის ვაქცინაციის დროული და სწრაფი ტემპით უზრუნველყოფა? ვაქცინაციის პროცესის ამ ტემპით გაგრძელება და ინფიცირებულთა რაოდენობის ასეთი მასშტაბი რა შედეგზე გაიყვანს თქვენს სფეროს და ზოგადად, ქართულ ეკონომიკას?


-საზოგადოების თითოეულმა წევრმა კარგად უნდა გავიაზროთ, რომ ვაქცინაცია, პირბადის ტარებასთან და სოციალური დისტანციის დაცვასთან ერთად, ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე ეფექტური გზაა. აუცილებელია, მივყვეთ სპეციალისტების რეკომენდაციებს და სრულყოფილად გავიაროთ ვაქცინაციის ორივე ეტაპი. წინააღმდეგ შემთხვევაში, არა მხოლოდ სამშენებლო სექტორი, არამედ, ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკა დამატებით შეზღუდვებს ვეღარ გაუძლებს.

 (R)






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up