წარმატებული თანამშრომლობა Ford-სა და Jaguar Land Rover-თან - „ჯი-თი მოტორსის“ წლის შეჯამება

წარმატებული თანამშრომლობა Ford-სა და Jaguar Land Rover-თან - „ჯი-თი მოტორსის“ წლის შეჯამება

access_time2022-04-01 12:45:56

უკვე მე-15 წელია, კომპანია „ჯი-თი მოტორსი“ მსოფლიო ბრენდებთან აქტიურად თანამშრომლობს. ამ ეტაპზე, კომპანია საავტომობილო ინდუსტრიის ლიდერ ბრენდებს, Ford-ს, Jaguar-ს, Land Rover-სა და Suzuki-ს საქართველოში ექსკლუზიურად წარმოადგენს. 



მიუხედავად პანდემიით გამოწვეული სირთულეებისა, 2021 წელი „ჯი-თი მოტორსისთვის“ წარმატებული იყო. გუნდის ინტენსიური მუშაობის შედეგად, კომპანიამ “Ford Motor Company”-სთან მნიშვნელოვან შეთანხმებას მოაწერა ხელი. შეთანხმების მიხედვით, 2022 წლიდან „ჯი-თი მოტორსი“ Ford-ის ავტორიზებული იმპორტიორი გახდა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ - აზერბაიჯანშიც. მიმდინარე წლიდან კომპანია მსოფლიო ბრენდის რეგიონული წარმომადგენელია და ახალ შოურუმს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოშიც გახსნის. 





„ჯი-თი მოტორსსა“ და „Ford Motor Company”-ს 14 წლიანი წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებთ. თუმცა, რეგიონული წარმომადგენლობის შესახებ შეთანხმება „ჯი-თი მოტორსის“ პირველი წარმატება არ არის. 14 წლის განმავლობაში, კომპანიას “Ford”-მა 8 საერთაშორისო ჯილდო მიანიჭა, რომელთაგანაც განსაკუთრებით აღსანიშნავია სიგელი Ford Europe-ის ისტორიაში ყველაზე დიდი კომერციული გარიგებისათვის. სწორედ ასეთი ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად შესთავაზა Ford-მა „ჯი-თი მოტორსს“ თანამშრომლობის გაღრმავება, რაც რეგიონული წარმომადგენლობის შეთანხმებით დასრულდა. 



2021 წარმატებული წელი იყო Jaguar Land Rover-თან თანამშრომლობის კუთხითაც. ამ ბრენდმა „ჯი-თი მოტორსი“ რამდენჯერმე აღიარა, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენლობა რეგიონში. რეგიონი მოიცავს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა არაბეთის გაერთიანებული ემირატები, საუდის არაბეთი, ყატარი, მაროკო, იორდანია და ომანი. ამ ქვეყნებში საკმაოდ ძლიერი დილერი კომპანიები ოპერირებენ და სწორედ ამიტომ, „ჯი-თი მოტორსის“ ერთ-ერთ საუკეთესო წარმომადგენლობად აღიარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. კომპანია ბოლო ორი წლის განმავლობაში, საერთო მონაცემებით ტოპ ხუთეულში მოხვდა, ხოლო მომხმარებელთა მომსახურების კუთხით - ტოპ სამეულში. 




წარმატებული და ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგია ისიც, რომ Jaguar Land Rover-მა სრულიად ახალი Range Rover-ის ერთ-ერთი ძვირადღირებული ფერისათვის საქართველოს ზღვისპირა ქალაქის სახელი შეარჩია. ქართველი მომხმარებელი ერთ-ერთი პირველი იქნება, ვინც Range Rover Batumi Gold-ს იხილავს. 



„ჯი-თი მოტორსი“ ყოველთვის მუშაობს იმაზე, რომ მომხმარებელს ავტოინდუსტრიის სიახლეები ერთ-ერთ პირველს გააცნოს. სწორედ ამ კომპანიამ, რეგიონში ერთ-ერთმა პირველმა წარადგინა სრულიად ელექტრო Jaguar I-Pace-იც, რაც ასევე მეტყველებს მსოფლიო ბრენდებთან ნაყოფიერ და წარმატებულ თანამშრომლობაზე. იმისათვის, რომ აღნიშნული მოდელის წარდგენის უფლება მიეღო, „ჯი-თი მოტორსმა“ მომზადების არაერთი ეტაპი გაიარა. განახლდა შოურუმი და სერვის ცენტრი, დამონტაჟდა სპეციალური დამტენები და, რაც მთავარია, ყველა თანამშრომელმა გაიარა გადამზადების კურსი. „ჯი-თი მოტორსმა“ იზრუნა იმაზეც, რომ ქართველი მომხმარებელი ყოფილიყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ახალი Land Rover Defender-ი იხილა. 



„ჯი-თი მოტორსი“ განვითარებაზე მუშაობას განაგრძობს, რასაც კომპანიის ბრუნვის ყოველწლიური ზრდაც ადასტურებს. ყველაზე რთულ პერიოდში, 2020 წელს, როდესაც მსოფლიო პანდემიის გამო ქვეყანა ჩაიკეტა, კომპანიაში პროგრესი მაინც შეინიშნებოდა. სწორედ ამ მოტივაციით, „ჯი-თი მოტორსი“ საქართველოს რეგიონებში განვითარებას გეგმავს. თუკი აქამდე კომპანია ბათუმში მხოლოდ ერთი ბრენდის შოურუმით იყო წარმოდგენილი, ახლა ყველა ბრენდის შოურუმის გახსნა იგეგმება, სრულფასოვანი მომსახურებით. „ჯი-თი მოტორსი“ აპირებს ბათუმში მოაწყოს საავტომობილო სერვისის სივრცე, რათა მომხმარებელს მაქსიმალური კომფორტი შეუქმნას.



მიმდინარე წელს, პანდემიის გარდა, მსოფლიო კიდევ ერთი გამოწვევის წინაშე დადგა. რუსეთ-უკრაინის ომი მთელი მსოფლიოსთვის, განსაკუთრებით კი ამ რეგიონისთვის დიდი ტრაგედიაა. „ჯი-თი მოტორსში“ ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მხარს უჭერენ უკრაინასა და უკრაინელ ხალხს და მაქსიმალურად ცდილობენ, დახმარება გაუწიონ. მატერიალური მხარდაჭერის გარდა, ჰოლდინგის ქვეშ არსებულ სასტუმრო „ამერი პლაზაში“ უფასოდ არიან განთავსებულები საქართველოში დარჩენილი უკრაინელები. მათთვის შექმნილია მაქსიმალური კომფორტი და ყველანაირად არიან უზრუნველყოფილნი. 



 (R)


თეგები:
Ford Jaguar Land Rover



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up