ამერიკულმა კინოკომპანია Warner Bros.-მა რუსული ჰოლდინგის „ეროვნული მედია ჯგუფის“ არხებს თავისი სტუდიის ფილმების ჩვენება აუკრძალა, მიუხედავად იმისა, რომ სალიცენზიო ხელშეკრულებები კიდევ წელიწად ნახევარი გრძელდება. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„ეროვნული მედია ჯგუფის“ შემადგენლობაში შედის: რუსეთის პირველი არხი, СТС-ი, РЕН ТВ-ი, Домашний, „მეხუთე არხი“. ჰოლდინგი ასევე ემსახურება საკაბელო ტელევიზია „СТС მედიას“, „VIP კომედის“, TV1000 Action-ს, Da Vinci-ს და სხვა.
2016 წლის დეკემბერში ჰოლდინგის პრეზიდენტი კირილ კოვალჩუკი აშშ-ის სანქციების ქვეშ მოექცა. 2014 და 2022 წლებში „ეროვნული მედია ჯგუფის“ ერთ-ერთი აქციონერის, ბანკ „Россия“-ს წინააღმდეგ სანქციები დაწესდა.
შეგახსენებთ: Warner Bros-მა, ისევე როგორც Disney-მ, Sony-მ, Paramount-მა და Universal Pictures-მა მუშაობა და თავიანთ პროექტებზე ლიცენზიების გაცემა რუსეთში მას შემდეგ შეაჩერეს, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.
მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა