2021 წლის განმავლობაში კომერციული ბანკების მთლიანი სესხების რაოდენობა გაიზარდა და ბანკების სასესხო პორტფელი თითქმის 40 მლრდ. ლარს გაუტოლდა. კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების პორტფელის წლიური ზრდის ტემპმა 16.5% შეადგინა. გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე კი, სესხების წლიური ზრდა 14.2% იყო. საკრედიტო პორტფელის 89.1% გრძელვადიან სესხებზე მოდიოდა, რომლის 53.2% უცხოური ვალუტით იყო გაცემული. მოკლევადიან სესხებში კი უცხოური ვალუტით სესხების წილი 40.6 პროცენტს შეადგენდა.
2021 წლის II კვარტალში მცირე ბანკების შემთხვევაშიც სესხებზე ძირითადად ზრდა დაფიქსირდა. თუმცა, ბანკების 40 მილიარდიან სასესხო პორტფელში 5 ყველაზე მცირე ბანკის წილი მხოლოდ 829 მლნ. ლარამდეა (2,1%).
მცირე ბანკების რეიტინგი მთლიანი სესხების და მათი ზრდის მიხედვით შემდეგია:
სილქ როუდ ბანკი - 2021 წლის II კვარტალში მთლიანი სესხები 12,407,774 ლარი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 13,908,975 ლარი, შემცირება 10.7%.
ზირაათ ბანკი საქართველო - 2021 წლის II კვარტალში მთლიანი სესხები 76,778,903 ლარი, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 50,399,518 ლარი, ზრდა 52.3%.
ფინკა ბანკი საქართველო - 2021 წლის II კვარტალში მთლიანი სესხები 223,721,552 ლარი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 191,562,223 ლარი, ზრდა 16,8%.
იშბანკი საქართველო - 2021 წლის II კვარტალში მთლიანი სესხები 227,525,964 ლარი, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 197,978,080 ლარი, ზრდა 14.9%.
პაშა ბანკი საქართველო - 2021 წლის II კვარტალში მთლიანი სესხები 288,145,994 ლარი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 304,799,198 ლარი, შემცირება 5,5%.
აღსანიშნავია, რომ 2021 წლისათვის თიბისი კაპიტალის მოლოდინია, რომ სესხები 18%-ით, ან სავარაუდოდ უფრო მეტადაც კი გაიზრდება, რაც მაინც ნაკლებია, ვიდრე ამავე წელს ნომინალური მშპ-ის საპროგნოზო 21.2%-ით მატება.