Washington post: ამერიკული გაზი ევროპას ვერ უშველის

Washington post: ამერიკული გაზი ევროპას ვერ უშველის

access_time2022-01-27 19:00:29

მაშინ, როდესაც რუსეთის არმია უკრაინის საზღვართან თავს იყრის, მოსკოვმა ევროპას გაზის მიწოდება შეუმცირა. რუსეთიდან მიწოდებული საწვავი ჯერ საკმარისია ელექტროსადგურების მუშაობისთვის და სახლების გათბობისთვის, მაგრამ არა იმისთვის, რომ გაზზე ფასის ზრდა შეაჩეროს.

 

ათწლეულების მანძილზე გაზი რუსეთიდან პოლიტიკური დაძაბულობის პერიოდშიც კი ევროპაში უწყვეტი ნაკადით მიედინებოდა. თუმცა დღეს მოსკოვი ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტით იმუქრება იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის ირგვლივ შექმნილი კრიზისის გამო, დასავლეთი მოსკოვს მასშტაბურ სანქციებს დაუწესებს. ამიტომაც შტატები და მოკავშირეები რუსული გაზის ალტერნატივის მოძიებას ცდილობენ.

 

კითხვაზე „რამდენად დამოკიდებულია ევროპა რუსულ გაზზე?“, პასუხი მარტივია - უკიდურესად.

 

23 იანვარს ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ აშშ გაზის მსხვილ მომპოვებლებთან ჩრდილოეთ აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთში და აზიაში ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამ დღეებში ვაშინგტონში ვიზიტით ჩამოვა ყატარის ემირი ტამიმ ბინ ჰამად ალ-ტანი - ბაიდენთან შეხვედრის ერთად-ერთი თემა, ცხადია, ყატარის გაზის დამატებითი რაოდენობით ევროპისთვის მიწოდება იქნება.

 

სადღეისოდ, ევროპაში გაზის მოხმარების 40%-ს სწორედ რუსეთი უზრუნველყოფს. თავად ევროპაში ენერგომატარებლების მოპოვება მუდმივად მცირდება და რუსეთი ამ შემთხვევაში შეუცვლელი პარტნიორია. შექმნილ ვითარებაში ევროპელი ლიდერები ვერ თანხმდებიან ამ მომენტისთვის ყველაზე აქტუალურ საკითხზე - რას უნდა გაუძლოს ევროპამ უკრაინის გამო?

 

კონტინენტის ყველაზე მოწყვლადი ქვეყნები მზად არიან იმისთვის, რომ დანებდნენ მოსკოვის მანიპულირებას.

 


პოზიციის გაურკვევლობის და, შესაბამისად, სისუსტის ყველაზე აშკარა მაგალითია ევროკავშირის უძლიერესი ეკონომიკა - გერმანია, რომელიც საკმაოდ თავშეკავებულია უკრაინის მხარდაჭერაში. გერმანიის გაზის მოხმარების თითქმის 50% სწორედ რუსეთზე მოდის და ამ მხრივ ის სხვა ქვეყნებზე მეტადაა დამოკიდებული მოსკოვზე.

 

ამ დროისთვის გერმანიას მართავს სოციალ-დემოკრატების კოალიცია, რომლის აზრიც რუსულ საკითხზე დღემდე გაურკვეველი და ჩამოუყალიბებელია. მაგალითად, ბერლინში ჯერ ვერ დაადგინეს - გაითიშება თუ არა გაზსადენი „ჩრდილოეთ ნაკადი-2“ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება? ოფიციალური ბერლინის წარმომადგენლების კომენტარები ამ საკითხზე ბუნდოვანი და გაურკვეველია.

 

ამ დროისთვის ევროპა ენერგოსისტემაში გაჩენილი ხვრელების ამოვსებას ნახშირით და თხევადი გაზის იმპორტის ზრდით ცდილობს, თუმცა, ეს საკმაოდ რთული ამოცანაა - თხევადი გაზი მსოფლიო ბაზარზე რაოდენობრივადაც არასაკმარისია, თანაც მისი ტრანსპორტირება გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული.  ყველაფერთან ერთად ის ბუნებრივ აირზე ძვირიცაა.

 

ბოლო პერიოდში შტატებმა და ყატარმა ევროპაში თხევადი გაზის მიწოდება მნიშვნელოვნად გაზარდეს - S & P Global-ის მონაცემებით, დეკემბერში ამერიკული თხევადი გაზის ექსპორტი ევროპაში 15%-ით გაიზარდა. ამ დროისთვის ამ ტიპის საწვავის ამერიკიდან ექსპორტის 50% სწორედ ევროპაზე მოდის, მაშინ, როდესაც წინა წელს ეს მაჩვენებელი მესამედს არ აღემატებოდა. მაგრამ ეს საქმეს ვერ შველის - აშშ-ს არ გააჩნია იმ რაოდენობის გაზი, რომ მან რუსეთის ჩანაცვლება შეძლოს.

 

ჩიხური მდგომარეობიდან სწრაფი გამოსავალი არ არსებობს - გაზზე და მასთან ერთად რუსეთზე დამოკიდებულების შემცირების ერთადერთი რეალური საშუალებაა ენერგიის სხვა წყაროების გამოყენება - მაგალითად, ატომის, ან ალტერნატიული ენერგეტიკის.

 

ამას კი დრო სჭირდება - გერმანია 2030 წლისთვის თავი ენერგომოხმარებაში განახლებადი წყაროების წილის 44%-დან 80%-მდე  გაზრდას გეგმავს. თუმცა, 2030 წელი ჯერ შორსაა, დეფიციტი კი, დღეს და აქ არის.

 

ამასობაში ამერიკელი და ევროპელი დიპლომატები პუტინის შეჩერებას ცდილობენ და ერთ-ერთი იარაღი ამ ძალისხმევაში სწორედ გაზია - ის გაზი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია როგორც ევროპისთვის, ასევე თავად რუსეთისთვისაც.

 

„გაზი - არ არის პუტინის ასიმეტრიული უპირატესობა, ეს ორმხრივი ურთიერთდამოკიდებულებაა“, - განაცხადა ბაიდენის ადმინისტრაციის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა.

 

 

Washington post





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up