Washington post: აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე მუშაობას განაგრძობს

Washington post: აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე მუშაობას განაგრძობს

access_time2021-12-08 19:00:32

ჯო ბაიდენმა და ვლადიმირ პუტინმა 7 დეკემბერს, ბოლოს და ბოლოს, ჩაატარეს ვიდეო-კონფერენცია, რომელსაც მთელი ევროპა მოუთმენლად ელოდა.

 


შეხვედრის ყურადღების ცენტრში იყო დაძაბულობა უკრაინის და რუსეთის საზღვარზე, რომელიც სწრაფად იზრდება ბოლო კვირების მანძილზე, მას შემდეგ, რაც რუსეთმა იქ თავისი საჯარისო ნაწილების კონცენტრაცია დაიწყო.


 

ასეთმა ქმედებებმა გამოიწვია შიშები, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიას აუცილებლად წამოიწყებდა.

 


როგორც ცნობილი გახდა, ლიდერების საუბარი ხუმრობების გაცვლით დაიწყო, თუმცა, სახუმარო პრეზიდენტებს ბევრი არაფერი ჰქონდათ.

 


კრემლის მეთაურმა თავისი პოზიცია ნათლად ჩამოაყალიბა - რუსეთი ვაშინგტონისგან მოითხოვს გარანტიას, რომ უკრაინას არასდროს მიიღებენ ნატოში და ამას პირველ რიგში ამერიკელები უზრუნველყოფენ.

 


გარდა ამისა, პუტინს სურს, რომ ამერიკის და ნატოს  მხრიდან მოკავშირეების მხარდამჭერი სამხედრო ოპერაციები გარკვეული ხაზის აღმოსავლეთით არ ჩატარდება.

 


სწორედ ამას ელოდა საერთაშორისო საზოგადოება და მას-მედია.

 



მაგრამ ბაიდენმა პუტინს აუხსნა, რომ პუტინისგან ვერანაირ წითელ ხაზებს ვერ მიიღებს.

 


2-საათიან საუბარში რუსეთის პრეზიდენტმა ამერიკელ კოლეგას უთხრა, რომ  ნატო თავის სამხედრო პოტენციალს მისი ქვეყნის საზღვრებთან აძლიერებს და მოითხოვა მტკიცე, კანონის სახით ჩამოყალიბებული გარანტია, რომ ნატო არ გაფართოვდება აღმოსავლეთისკენ და არ განათავსებს შეტევით შეიარაღებას რუსეთის მეზობელ-ქვეყნებში, - ნათქვამია კრემლის პრეს-რელიზში.

 


თავის მხრივ, თეთრი სახლის პრეს-სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ „ჯო ბაიდენმა გამოხატა აშშ-ის და ევროპელი მოკავშირეების შეშფოთება რუსეთის მიერ უკრაინის ირგვლივ ძალების კონცენტრირების გამო“.

 


აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ ბაიდენს თავის თავზე არ აუღია არანაირი  გარანტიები, რომ უკრაინა ნატოში ვერასდროს შევა.

 


მით უმეტეს, ასეთი გარანტიის მიცემა შეუძლებელია იმ ფონზე, როდესაც უკრაინა ნატოში შესვლას უკვე წლების მანძილზე ცდილობს.

 


ამერიკის დაზვერვა მიიჩნევს, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაზე 175 000 ჯარისკაცის გამოყენებით გეგმავს თავდასხმას, რამდენიმე ფრონტიდან, 2022 წლის დასაწყისიდან - ამის თაობაზე ნათქვამია სპეციალურ სადაზვერვო მოხსენებაში, რომელიც თეთრი სახლის დავალებით გაკეთდა.

 


ორშაბათს ვიქტორია ნულანდი,  სახელმწიფო დეპარტამენტში მესამე ადამიანი, კონგრესში მივიდა და  ინფორმაცია ბაიდენ-პუტინის დაგეგმილი  შეხვედრის შესახებ საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის წევრებს გააცნო.



საუბრის დროს სენატორებმა, როგორც დემოკრატებმა, ასევე რესპუბლიკელებმა,  პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან რუსეთის და პუტინის წინააღმდეგ მძლავრი სანქციების პაკეტის მომზადება მოითხოვეს.

 


სენატორების წინაშე გამოსვლისას, ნულანდმა განაცხადა, რომ გერმანიის მთავრობამ კრემლს უკვე შეატყობინა - თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ბერლინი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ზე უარს იტყვის.

 


ნულანმდა ასევე განაცხადა, რომ განიხილება მსოფლიო საგადახდო სისტემისგან რუსეთის სრული იზოლაცია იმ შემთხვევაში, თუ ის მართლაც დაიწყებს ომს უკრაინის წინააღმდეგ.

 


„ამას ძალიან სერიოზული ნეგატიური შედეგები ექნება რუსული ბიზნესისთვის და რუსი ხალხისთვის, რომელსაც კარგი სამუშაოს მოპოვების, ვაჭრობის და მოგზაურობების შესაძლებლობები მკვეთრად შეუმცირდება“, - განაცხადა მან.

 

Washington post




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up