Washington post: რუსი ჰაკერების გამო ბაიდენმა პუტინს ულტიმატუმი უნდა წაუყენოს

Washington post: რუსი ჰაკერების გამო ბაიდენმა პუტინს ულტიმატუმი უნდა წაუყენოს

access_time2021-07-08 20:00:15

უკვე თითქმის ჩვეულ მოვლენად ქცეული მასიური და, სავარაუდოდ, კრემლის მიერ მართული ჰაკერული შეტევების ფონზე ამერიკის პრეზიდენტმა ბოლოს და ბოლოს თავის როს კოლეგას მშვიდად, მაგრამ მკაფიოდ დაუყენოს საკითხი - პუტინმა ეს აქტიურობა უნდა შეაჩეროს, წინაამღდეგ შემთხვევაში ამერიკა რუსეთის ეკონომიკაზე ზეწოლას გააძლიერებს.

 

ბოლო კიბერთავდასხმა, რომლის მსხვერპლიც პროგრამული უზრუნველყოფის ამერიკული კომპანია Kaseya გახდა, ძალიან მნიშვნელოვანია ბაიდენის ადმინისტრაციისთვის, რადგანაც ის შეეხო ათასობით მცირე და საშუალო კომპანიას როგორც შტატებში, ასევე ევროპაშიც.

 

წინასაარჩევნო კამპანიის დროს ბაიდენი ამომრჩევლებს დაპირდა, რომ საგარეო პოლიტიკას საშუალო კლასის ინტერესებში გაატარებს, რადგანაც „ეკონომიკური უსაფრთხოება - ეროვნული უსაფრთხოებაა“.

 

პუტინთან შეხვედრის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა: „პასუხისმგებლიანმა ქვეყნებმა უნდა მიიღონ მკაცრი ზომები იმ დამნაშავეების წინააღმდეგ, რომლებიც მათი ტერიტორიიდან გამომძალველ ჰაკერულ შეტევებს ახორციელებენ“.

 

თუ ბოლო კიბერშეტევა ნაწილობრივ მაინც დაკავშირებულია რუსეთთან, ვითარება ბაიდენისგან საპასუხო ზომების მიღებას ითხოვს.

 

პასუხის მოფიქრების პროცესში ადმინისტრაციამ უნდა გაითვალისწინოს პოტენციური კავშირები რუსეთის უსაფრთხოების სამსახურებსა და ჰაკერულ ჯგუფ REvil-ს შორის. ადვილი შესაძლებელია, რომ საშუალო რანგის მაღალჩინოსნები მისი საქმიანობის შესახებ, როგორც მინიმუმ, კარგად ინფორმირებულები არიან.

 

თუ პუტინი ამ პრობლემის რეალურად მოგვარებას გადაწყვეტს, მისი სპეცსამსახურებისთვის ეს საკმაოდ ადვილი ამოცანა იქნება.


 

მოსკოვისთვის ტიპური პრაქტიკაა ყველაფრის უარყოფა. შესაძლოა პუტინი ჰაკერულ შეტევებს თავის უპირატესობად მიიჩნევს, რადგანაც ამით დასავლეთზე ზეწოლის სრულიად ახალ ბერკეტებს იღებს. მისი აზრით, რაც უფრო მეტ ზიანს მიაყენებენ კიბერდამნაშავეები ამერიკას, მით უფრო მეტ დათმობაზე წავა ბაიდენი.

 

ეს მოსაზრება არასათანადოდ გამოხატავს ვაშინგტონის მზადყოფნას, წინ აღუდგეს ასეთ ზეწოლას - თუმცა, სანამ ამერიკა მკვეთრ და ძლიერ პასუხს არ გასცემს, პუტინი ჰაკერების შეჩერებისთვის თავს არ შეიწუხებს.

 

ბაიდენს არ გააჩნია ფუფუნება, პუტინის მიერ დროის გაწელვას უსასრულოდ უყუროს - მან კრემლს მკვეთრი მესიჯი უნდა გაუგზავნის - მოსკოვმა დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს დამნაშავეთა იდენტიფიცირება მის ტერიტორიაზე და სამომავლოდ კიბერშეტევები უნდა აღკვეთოს.

 

ამ შემთხვევაში ვაშინგტონი ვალდებულია რუსეთს დარტყმები მისთვის მტკივნეულ ადგილებში მიაყენოს და მსხვილი რუსული ენერგოკომპანიების წინაამღდეგ სანქციები შემოიღოს. ასევე ბაიდენს შეუძლია რუსული სახელმწიფო ობლიგაციების წინაამღდეგ უკვე არსებული სანქციების გაფართოება, რაც რუსეთისთვის საერთაშორისო ბაზრებზე ფინანსების მოზიდვას გაართულებს.

 

ასევე ბაიდენმა პუტინისგან პასუხი უახლოეს პერიოდში უნდა მოითხოვოს და არა რამდენიმე წლის შემდეგ.

 

ცხადია, რომ ასეთი ზომების მიღების შემთხვევაში პუტინმა შესაძლოა თანამშრომლობაზე უარი განაცხადოს და ეს ქმედებები ბლეფად ჩათვალოს - სანქციები ხომ რუსეთის გარდა ამერიკის ევროპელ პარტნიორებსაც დააზარალებს.

 

ამ შემთხვევაში ბაიდენს ბოლომდე წასვლა მოუწევს - ყოველგვარი ვაჭრობის, კომპრომისების, და დათმობების გარეშე.  პარალელურად ვაშინგტონმა უმდა მიიღოს ზომების ევროპელი პარტნიორების დანაკარგების შემცირებისთვის.

 

ბაიდენმა პუტინს მკვეთრი და  ცალსახა ულტიმატუმი უნდა წაუყენოს, და ამ გზას არავითარ შემთხვევაში არ გადაუხვიოს. წინაამღდეგ შემთხვევაში ჰაკერული შეტევები არ შეწყდება და ამერიკის წინაამღდეგ რუსეთის საყვარელი იარაღი გახდება.

 

 

washingtonpost.com





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up