Welcome to Georgia-ს გამარჯვებულები დღეს გამოვლინდებიან

Welcome to Georgia-ს გამარჯვებულები დღეს გამოვლინდებიან

access_time2021-12-19 08:44:04

Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების 2021 წლის 20 ნომინაციაში გამარჯვებულები გამოცხადდებიან მე-7 ოფიციალური ცერემონიის დროს.წლევანდელი ღონისძიების ფორმატი წინა წლებისგან განსხვავებული იქნება, რადგან პანდემიის გამო ცერემონია პირდაპირ ეთერში გავა.

 

არ გამოტოვოთ და უყურეთ Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების 2021 მე-7 ოფიციალურ ცერემონიასრომელიც 19 დეკემბერს, რუსთავი 2-ის გადაცემაში Weekend გავა!

მხარი დაუჭირეთ თქვენს საყვარელ კომპანიას ან სერვისს საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვანი ტურისტული ღონისძიების ფარგლებში.

წელს ჩვენ შეგვიძლია ერთად აღვნიშნოთ საქართველოს ტურიზმისა და სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიის წარმატება პირდაპირ ეთერში!


 

ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების სატელევიზიო ვერსია მოიცავს სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულების გამოცხადებას პირდაპირ ეთერში, რადგან პროექტი პანდემიის გამო მასშტაბურ ღონისძიებად ვერ გაიმართება.

„წლის შუა რიცხვებში მივხვდით, რომ ოსკარის ტიპის ცერემონიის გამართვის საშუალება არ მოგვეცემა, რომელსაც ყოველი წლის ბოლოს ვმართავთ და ეს უკვე ტრადიციად იქცა ტურიზმისა და სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიაში. დავიწყეთ ფიქრი იმაზე, თუ როგორ დავაჯილდოვოთ პროექტის მონაწილეები და გაგვიჩნდა იდეა TV Live Awarding-ის ვერსიის შესახებ, რომელიც საშუალებას იძლევა კიდევ უფრო გაზარდოს მაყურებლის აუდიტორია, რადგან ყველას შეუძლია შეუერთდეს ცერემონიას ტელეეკრანებთან, - თქვა პროექტის დამფუძნებელმა მარინა ჩაიკამ.

Welcome to Georgia არის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია ტურიზმისა და სტუმართმოყვარეობის სფეროში, რომელიც საქართველოში 2015 წლიდან ტარდება. პროექტის მიზანია ქართული ტურიზმისა და სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიის წახალისება, კომპანიებისა და ბრენდების ცნობადობის გაზრდა და საქართველოს წარმოჩენა საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე. Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება საუკეთესო საშუალებაა ტურიზმისა და სტუმართმოყვარეობის სფეროში მოღვაწე კომპანიების წარმატებული საქმიანობის აღიარების, დაფასების და მოტივაციისთვის. Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ჯილდოები გადაეცემათ საქართველოს ტურიზმისა და სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიის საუკეთესო წარმომადგენლებს, რაც დიდი მიღწევაა თითოეული მონაწილისთვის.

პროექტს მხარს უჭერენ: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, თბილისის მერია, USAID ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა, დაცული ტერიტორიების სააგენტო. პროექტის BDO Georgia-ს დამოუკიდებელი აუდიტორი. პროექტს მხარს უჭერს კერძო სექტორი: ოფიციალური სპონსორი - წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში Alliance Group, საქართველოს ბანკი, Domson's Engineering & Construction, წამყვანი საინჟინრო კომპანია საქართველოში, Printarea, Zigie - გერმანული კომპანიების LIEBHERR და MIELE ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში. საქართველო, Julius Meinl - Julius Meinl-ის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში, ACIC - წამყვანი კომპანია აუდიტისა და კონსულტაციის სფეროში. პროექტის ტექნიკური მხარდამჭერია კომპანია „KREBA.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up