წელს 400 მლნ ლარის სახელმწიფო ქონების პრივატიზება იგეგმება

წელს 400 მლნ ლარის სახელმწიფო ქონების პრივატიზება იგეგმება

access_time2022-02-13 22:00:52

2022 წელს სააგენტო გეგმავს, ჯამურად, 400 მლნ ლარის ღირებულების სახელმწიფო ქონების პრივატიზებას. მათ შორისაა, სახელმწიფო საწარმოები, სასოფლო და არასასოფლო დანიშნულების მიწის ფართობები და სხვა, ასევე სააგენტოს სააგენტო გეგმავს ახალ საკანონმდებლო ინიციატივებსა და პროექტებს, რომლებიც გაამარტივებს სააგენტოში არსებულ პროცესებს, - ამის შესახებ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი დუგლაძემ ეკონომიკის მინისტრს, ლევან დავითაშვილს ანგარიშის პრეზენტაციისას განუცხადა.

დუგლაძის თქმით, პროგრამას „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“, რომელიც 2021 წელს ქვეყნის წინაშე არსებული ეკონომიკური გამოწვევების საპასუხოდ კიდევ უფრო გაფართოვდა. შედეგად, 2021 წელს აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 293 მლნ ლარზე მეტი ღირებულების 431 ობიექტი გასხვისდა. აღსანიშნავია, რომ 2022 წელს პროგრამის ფარგლებში 156 აუქციონი უკვე გამოცხადდა. პრეზენტაციის თანახმად, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც 2014 წლიდან ბიზნესის სტიმულირების მიზნით ხორციელდება, უძრავი ქონება 128 ბენეფიციარს გადაეცა, მოსალოდნელი ინვესტიციის რაოდენობაა 232 მლნ ლარზე მეტი, ხოლო დასაქმების მაჩვენებელი - 11,000 - მდე ადამიანი.

პრეზენტაციისას ყურადღება გამახვილდა სააგენტოს მონაწილეობაზე ისეთ სახელმწიფო პროგრამებში, როგორიცაა „ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია“, რომლის ფარგლებში პროგრამის 32 ბენეფიციარს 25-წლიანი იჯარით მიწა ჩაის პლანტაციების გაშენება - მოვლისათვის 577 ჰა მიწის ფართობი გადასცა. სააგენტო ასევე მონაწილეობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბი - საძოვრების რადიონალურად გამოყენების პროგრამაში, რომელიც ხელს უწყობს ქვეყანაში მეცხოველეობის განვითარებას.

გაწეული საქმიანობის ანგარიშის შემდეგ, ყურადღება გამახვილდა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამომავლო გეგმებზე. აღინიშნა, რომ 2022 წელს სააგენტო გეგმავს, ჯამურად, 400 მლნ ლარის ღირებულების სახელმწიფო ქონების პრივატიზებას. მათ შორისაა, სახელმწიფო საწარმოები, სასოფლო და არასასოფლო დანიშნულების მიწის ფართობები და სხვა, ასევე სააგენტოს სააგენტო გეგმავს ახალ საკანონმდებლო ინიციატივებსა და პროექტებს, რომლებიც გაამარტივებს სააგენტოში არსებულ პროცესებს.

შეხვედრის დასასრულს, ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა სააგენტოს თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის. მისი თქმით, სამომავლოდ გაგრძელდება სახელმწიფო ქონების ეტაპობრივი განკერძოება, ზარალიანი საწარმოების რესტრუქტურიზაცია და გაგრძელდება პრივატიზების პროცესი ღიად და გამჭვირვალედ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up