მკვეთრი გაუფასურების შემდეგ, ბიტკოინის ფასი ერთბაშად გაიზარდა და $21 000-ს გადააჭარბა.
5%-ით გაძვირდა ეთერიუმი, 3.5%-ით გაიზარდა კარდანის ფასიც. მატებაა სხვა კრიპტოვალუტების ღირებულებებშიც.
კრიპტოვალუტების ფასების შესახებ გადაცემაში „ბიზნესი რუსთავი 2-ზე“ კრიპტობაზრის დამფუძნებელმა, ავთანდილ კუჭავამ ისაუბრა.
„ძირითადი ინსტიტუციები უკვე იწყებენ ინვესტირებას სხვადასხვა პროექტში. ბაზარზე სხვადასხვა მედიასაშუალების მხრიდან ჩნდება ვარაუდები, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში პოზიტიური მოლოდინებია. შესაბამისად, ინვესტორები და სხვადასხვა ინსტიტუტი ამ ლოგიკით იქცევიან. ჩვენს კრიპტობაზარს დაახლოებით 2.5 მილიონიანი პორტფელი გვაბარია. დეკემბერში გავაკეთეთ პირველი ინვესტიცია. წელს, ნეგატიური მოვლენების შემთხვევაში ბიტკოინის ფასს $8 000-დან $12 000-ის ფარგლებში ველოდებით“,- აღნიშნა კუჭავამ.