„წელს ჩვეულ ფორმატს ვუბრუნდებით“ - თბილისის ჯაზ-ფესტივალი ივლისში გაიმართება

„წელს ჩვეულ ფორმატს ვუბრუნდებით“ - თბილისის ჯაზ-ფესტივალი ივლისში გაიმართება

access_time2021-04-12 15:30:41

2021 წლის თბილისის ჯაზ-ფესტივალის ჩატარება ივლისის დასაწყისში იგეგმება. Eastern Promotion-ის ორგანიზებით ფესტივალში მონაწილეობას ის არტისტები მიიღებენ, რომელთა ჩამოსვლაც 2020 წელს ვერ მოხერხდა - KENNY BARRON და Dave HOLLAND-ი, ასევე Eastern Promotions-ის დირექტორი გიორგი კერესელიძე აღნიშნავს, რომ მოთხოვნა ძალიან დიდია, შესაბამისად Tbilisi Jazz Festival 2021 ღია ცის ქვეშ გაიმართება.


„თბილისში ფესტივალის ჩატარებას აუცილებლად ვგეგმავთ, მაგრამ ვნახოთ როგორი მდგომარეობა იქნება.  ივლისის დასაწყისში გადავწყვიტეთ იმიტომ, რომ ამ პერიოდისთვის ვფიქრობთ ბევრი ადმიანი იქნება ვაქცინირებული და შედარებიათ უკეთესი სიტუაცია იქნება.


თბილისის ფესტივალისთვის სავარაუდო Lineup-იც უკვე გვაქვს და საკმაოდ ცნობილი არტისტების ჩამოყვანას ვგეგმავთ. სულ რამდენიმე ლეგენდარული ფიგურა დაგვრჩა, რომელიც არ ყოფილა საქართველოში, ჯაზ ვარსკვლავების 95 პროცენტი უკვე ნამყოფია ჩვენს ქვეყანაში. შარშანდელი გადადებული კონცერტების მიუხედავად KENNY BARRON და Dave HOLLAND-ი ისევ ძალაშია და მათთან კომუნიკაცია უკვე გვქოდა. სერიოზულ ფესტივალს ვგეგმავთ და ვნახოთ როგორ გამოვა. საფესტივალო ლოკაცია ღია ცის ქვეშ იქნება, არ გვინდა, რომ ხალხს რაღაც შიში და დისკომფორტი ჰქონდეს. როგორც კი რამე რეალური სურათი გვექნება, დეტალურად გავაჟღერებთ. ხელი არ ჩაგვიქნევია არაფრისთვის, სურვილი გვაქვს, რომ ყველა დაგეგმილი ფესტივალი ჩავატაროთ,“ - განმარტავს გიორგი კერესელიძე.


გასულ წელს, პანდემიის გამო ბათუმის ჯაზფესტივალზე უცხოელი არტისტების მოწვევა ვერ მოხერხდა, თუმცა ქართველი შემსრულებლებით დაკომპლექტებული ღონისძიება მაინც გაიმართა. Eastern promotion-ში აღნიშნეს, რომ 2020 წელს ფესტივალის ჩატარების გადაწყვეტილება პანდემიური სიტუაციის გამო ქართული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლების მდგომარეობამაც განაპირობა.


„შეიძლება აგვისტოს დასაწყისში ბათუმის ფესტივალის დაგეგმვა დავიწყოთ, თუმცა სიტუაციიდან გამომდინარე ვიმოქმედებთ. მხოლოდ საქართველოზე არაა დამოკიდებული, როცა კონკრეტული ჯგუფი ან არტისტი ჩამოდის - ისინი გეგმავენ ევროპულ ფესტივალბს და იქაც შესაბამისი სიტუაცია უნდა იყოს. ყველა არტისტი ვაქცინირებული იქნება და გადაადგილების  პრობლემა არ ექნება. ქვეყანაში არსებული სიტუაცია იქნება გადამწყვეტი ფაქტორი.



წელს ჩვეულებრივ ფორმატს გვინდა დავუბრუნდეთ. ბევრი ადამიანი გვეკონტაქტება და ყველას მოენატრა სერიოზული კონცერტი.


რაც შეეხება ბილეთების ფასს, კურსიდან გამომდინარე, ცოტა რთული იქნება ძველი ფასების შენარჩუნება.


ჩვენ მაინც ვცდილობთ, რომ არსებულ სიტუაციას მოვერგოთ, როგორიც არ უნდა იყოს ის. არ გვინდა ფესტივალებში რამე წყვეტა გავაკეთოთ, გვინდა მივცეთ საშუალება მსმენელებს რომ რაღაც ღონისძიება მაინც ნახონ წლის გამავლობაში. დამიჯერეთ მოთხოვნა ძალიან მაღალია,“ - ამბობს გიორგი კერესელიძე.

 


Black Sea Jazz Festival-ი ბათუმში უკვე 14 წელია აქტიურად ტარდება. ამ წლების განმავლობაში პროექტის ფარგლებში ფესტივალმა ისეთ მსოფლიო დონის შემსრულებლებს უმასპინძლა როგორებიც არიან - Snoop Dogg, Robert Plant, Al Jarreau, Jamiroquai და სხვ.

 

 

მარიამ მორგოშია



თეგები:
eastern promotion



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up