„წელს, დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს“

„წელს, დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს“

access_time2022-08-17 11:00:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად, მტირალას ეროვნულ პარკში მიმდინარე ეკოტურისტული სამუშაოები დაათვალიერა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.


მტირალას ეროვნულ პარკში, რომელიც მოგზაურობის მოყვარულთათვის ერთ-ერთი გამორჩეულად პოპულარული ადგილია, მიმდინარეობს და დასრულების ეტაპზეა ეკოტურისტული კოტეჯების, აჭარული ღვინის სახლისა და კაფეტერიის სამშენებლო სამუშაოები, რომელიც მტირალას ეროვნულ პარკში მოგზაურობას კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის.


„წელს, დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს. შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 80%-ით მეტია ვიზიტორების რაოდენობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია; ვფიქრობთ, წლის ბოლომდე, ეს რაოდენობა გაორმაგდება. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რომ დაცულ ტერიტორიებზე შესაბამისი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა მოვაწყოთ, რაც მნიშვნელოვანია ვიზიტორთა მოსაზიდად. პანდემიის პერიოდშიც კი, დაცული ტერიტორიების სააგენტო შეუფერხებლად ასრულებდა ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს. შარშან დავიწყეთ 1000 კილომეტრი სიგრძის ბილიკების ქსელის მოწყობა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 30 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. მტირალას ეროვნულ პარკში ასევე ხორციელდება ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი - მტირალას ეროვნული პარკი უკავშირდება კინტრიშის დაცულ ტერიტორიას. ამ პროექტისთვის, დაახლოებით, 7 მილიონი ლარი არის გათვალისწინებული. დაცულ ტერიტორიებზე მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ ეკოტურისტული სერვისების განვითარებას და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას”, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ.


2023 წელს დასრულდება მტირალას ეროვნული პარკისა და კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების დამაკავშირებელი საფეხმავლო ბილიკების ქსელისა და ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის პროექტირებისა და მოწყობის სამუშაოები თანმდევი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურით: თავშესაფრებით, ფანჩატურებით, საცეცხლურებით, ხიდებით, გადასახედებით და სხვა. მტირალას ეროვნული პარკის უნიკალური ბუნება არაერთხელაა საერთაშორისოდ აღიარებული. მტირალას ეროვნული პარკი ერთ-ერთი მაგალითია დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურიზმის განვითარებით მიღებული სარგებლის; ერვნული პარკის დაარსების შემდეგ, მიმდებარედ განვითარდა მეფუტკრეობა, მოეწყო მცირე ზომის ტურისტული ობიექტები, სასტუმროების ინფრასტრუქტურა, შეიქმნა სამუშაო ადგილები.



როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, მტირალას ეროვნული პარკი ერთ-ერთი სამაგალითოა საქართველოში და აჭარის მთავრობა ყოველთვის დაუჭერს მხარს მის კიდევ უფრო განვითარებას.


აღსანიშნავია, რომ მტირალას ეროვნული პარკი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დაცული ტერიტორიაა ვიზიტორთა სიმრავლით. ეროვნულმა პარკმა, 2022 წლის 7 თვის განმავლობაში უკვე უმასპინძლა 41 681 ვიზიტორს.


მინისტრთან ერთად, მტირალას ეროვნულ პარკში აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ზოიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი, ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი ზაალ მიქელაძე და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით იოსებაშვილი იმყოფებოდნენ.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up