წელს ფაროსანას საწინააღმდეგოდ 325 700 ჰექტრამდე ფართობი დამუშავდა

წელს ფაროსანას საწინააღმდეგოდ 325 700 ჰექტრამდე ფართობი დამუშავდა

access_time2020-12-01 17:10:34

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარე წელს წარმატებით დასრულდა. ახალი კორონავირუსის (COVID - 19) გავრცელების მიუხედავად, მავნებელთანბრძოლის ღონისძიებები ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით, მთელი წლის განმავლობაში შეუფერხებლად მიმდინარეობდა. 
ფაროსანასთან ბრძოლის პროცესში ჩართული იყო 250-მდე სპეციალიზებული ტექნიკა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვისცენტრმა დასავლეთ საქართველოს (სამეგრელო, გურია, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, აჭარა) 37 მუნიციპალიტეტში 325 700 ჰექტრამდე ფართობი დაამუშავა, მათ შორის: თერმული ნისლით- 231 000 ჰა; ცივი შესხურებით - 48 900 ჰა სიმინდის მასივი,  45 800 ჰა - სოფლისა და ტყისპერიმეტრი. 
გარემოზე პესტიციდების დატვირთვის შემცირების მიზნით და წინა წლებში მიღებულიშედეგების გათვალისწინებით, აქცენტი გაკეთდა ,,მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურებისტექნოლოგიის გამოყენებაზე. სადგურები ტყის პერიმეტრებზე, სოფლის შიდა გზებსა დასაცხოვრებელი სახლების მიმდებარედ, ფუტკრის დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, არაყვავილოვან მცენარეებზე განთავსდა. სულ დამონტაჟდა 107 000  ფერომონი. 
საკოორდინაციო მართვის ცენტრი უზრუნველყოფდა წამლობის დროულად ჩატარებასა დამოსახლეობის ინფორმირებას გზავნილების სისტემის გამოყენებით. მავნებლის გავრცელების კონტროლის მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობდა მონიტორინგი. 
სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული აქტიური სამუშაოების შედეგად,მავნებლის რაოდენობა მინიმუმამდე შემცირდა, სასოფლო-სამეურნეო კულტურები დაზიანებას გადაურჩა და ფერმერებმა თხილის, სიმინდისა და ციტრუსის მაღალხარისხიანი უხვი მოსავალი მიიღეს, რაც დადებითად აისახა ქვეყნის საექსპორტო პოტენციალზე, კერძოდ, 2020 წლის 1 აგვისტოდან 29 ნოემბრამდე განხორციელდა 11 311 ტონა თხილის ექსპორტი, რაც 3 060 ტონით (37%) აღემატება 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. ექსპორტირებული თხილის ღირებულებამ 59.3 მლნ აშშ დოლარი  შეადგინა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up