საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა.
დასკვნით ეტაპზეა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის გარე ფასადისა და სადარბაზოს კეთილმოწყობა. ასევე, მიმდინარეობს სოფელ ჯუმათში მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია. აქტიურ ფაზაშია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის აკეთის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ შუხუთიდან სოფელ გაგურის ცენტრამდე 8 კილომეტრიანი გზის მოწყობა.
,,სამივე მუნიციპალიტეტში დავათვალიერეთ როგორც დასრულებული, ისე მიმდინარე პროექტები. წელს სხვადასხვა ფონდებიდან („რეგფონდი“, „მთის ფონდი“, „სკოლების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფონდი“, „სოფლის განვითარების პროგრამა“) და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტებიდან გურიის რეგიონში დაახლოებით 42 მილიონი ლარის მოზიდვა მოხდა და სხვადასხვა ტიპის და მასშტაბის. თითოეული პროექტი - დაწყებული გზებით, ბაღებით, სკვერებით, კულტურული თუ სპორტული ინფრასტრუქტურით, მთლიანად მორგებულია მოსახლეობის მოთხოვნებს. დარწმუნებული ვარ, გურიისთვის არც 2023 წელიც იქნება ნაკლებ მასშტაბური, “- განაცხადა ილია ბეგიაშვილმა.