წელს, კახეთის რეგიონში 35 მლნ ლარზე მეტი ღირებულების სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტები დაიწყება

წელს, კახეთის რეგიონში 35 მლნ ლარზე მეტი ღირებულების სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტები დაიწყება

access_time2022-04-27 13:10:00

შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ნასარიძემ კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მიმართულებით ადგილზე გამოვლენილი საჭიროებების საკითხები დეტალურად განიხილეს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.


მიმდინარე წელს, კახეთის რეგიონში 35 მლნ ლარზე მეტი ღირებულების სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტები დაიწყება, შედეგად, დამატებით 6 ათასი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი რეგულარულად მოირწყვება, ხოლო წყლის მიწოდება 10 ათას ჰექტარზე გაუმჯობესდება.


„სამუშაო შეხვედრა გავმართეთ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. მუნიციპალიტეტების მიხედვით, დეტალურად განვიხილეთ ის საჭიროებები, რომელიც ოპერატიულ რეაგირებას საჭიროებს. მოგეხსენებათ, კახეთის რეგიონში მოსახლეობის უმრავლესობა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობითაა დაკავებული და, შესაბამისად, გამართული სამელიორაციო ინფრასტრუქტურა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. შეხვედრაზე დავგეგმეთ განსახორციელებელი პროექტები. ჩვენი თანამშრომლობა აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება. ერთობლივი ძალისხმევით, უნდა შევძლოთ, სარწყავმა სეზონმა შეფერხებების გარეშე ჩაიაროს. ამ ეტაპზე, კახეთში, ერთდროულად, რამდენიმე პროექტი ხორციელდება. გურჯაანისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის, ხოლო ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტებში ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის წყალგამანაწილებლების რეაბილიტაცია მიმდინარეობს“, - განაცხადა შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ნასარიძემ.


2022 წელს ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტებში ზემო ალაზნის სარწყავ სისტემაზე დაგეგმილია: მაგისტრალური არხის მონაკვეთების აღდგენა-რეაბილიტაცია, ღვარსაშვის მოწყობა, სარწყავი სისტემის წყალგამანაწილებელზე დახურული მილსადენის აღდგენა, მაგისტრალური არხის გვირაბის ავარიული მონაკვეთის აღდგენა-რეაბილიტაცია, სოფლების საკობიანო, ბაყილოვანი და მატანის გზაგამტარების რეაბილიტაცია.



გურჯაანისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში, ქვემო ალაზნის სარწყავ სისტემაზე შემდეგი სამუშაოები ჩატარდება: მაგისტრალურ არხზე არსებული სამთაწყაროს წყალსაგდების, ვეჯინის სწრაფმდენის, მასზე არსებული სარეგულაციო კვანძის და კალაურის ავარიული წყალსაგდების რეაბილიტაცია; მაგისტრალური არხის გამანაწილებლების რეაბილიტაცია.


ქალაქ ლაგოდეხში გამავალი სარწყავი არხის 2 კილომეტრიანი მონაკვეთი რკინაბეტონით მოპირკეთდება.


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში დაგეგმილია სოფელ სამთაწყაროს მექანიკური მორწყვის სისტემის გამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაციაა, ჩატარდება სამთაწყაროს სატუმბი სადგურის სადაწნეო მილსადენის დაზიანებული მონაკვეთის აღდგენის და ფიროსმანის სატუმბი სადგურის მოდერნიზაციის სამუშაოები.
სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ძველი ანაგის მექანიკური მორწყვის სისტემაზე დამატებითი სარწყავი ქსელის მოწყობის სამუშაოები განხორციელდება.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up