წელს პასკის ფასი 19 ლარიდან იწყება და 160 ლარამდე ადის  - რა არჩევანი აქვს მომხმარებელს სააღდგომოდ

წელს პასკის ფასი 19 ლარიდან იწყება და 160 ლარამდე ადის - რა არჩევანი აქვს მომხმარებელს სააღდგომოდ

access_time2023-04-11 18:30:22

სააღდგომო სუფრის განუყოფელი ნაწილი, აღდგომის კვერცხთან ერთად სააღდგომო პასკაა, დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად სხვადასხვა საკონდიტროს თუ  ქსელური მაღაზიების მხრიდან პასკებზე შეთავაზებები სულ უფრო აქტიურდება. „კომერსანტი“ დაინტერესდა რა  ღირს წელს სააღდგომო პასკა და როგორი პასკებია ბაზარზე აქტუალური. როგორც აღმოჩნდა წელს სააღდგომო პასკის ფასი საშუალოდ 19 ლარიდან იწყება და 160 ლარამდეც კი ადის.

 

პრემიუმ პროდუქტების მაღაზიათა ქსელი  გასტრონომი  მომხმარებელს Fiasconaro-D&G-ას კოლაბორაციით შექმნილი „პანეტონეს“  სთავაზობს. პასკის  1 კგ-იანი შეფუთვის ღირებულება 159.90 ლარია.




შედარებით  ფართო  არჩევანი  აქვს მაღაზიათა ქსელ  აგროჰაბს, ჰიპერმარკეტი მოიმხმარებელს,  სხვადასვხა ზომის, სხვადასხვა მორთულობის და შიგთავსის პასკებს  სთავაზობს.

აგროჰაბში  ტრადიციული 500 გრამიანი ქართული პასკა შაქრის ფხვნილით 11  ლარი ღირს, შეთავაზებაშია 800 გრამიანი იტალიური „პანტენოე“ ნუშით  და  ცუკატებთ, რომელიც 27 ლარი  ღირს,  იგივე პასკა ოღონდ  500 გრამიანი 19,50 ლარია. 1,2 კგ -იანი სადღესასწაული პასკა „აგროჰაბი“ , რომელიც  შოკოლადის მინანქრით და ჩირებით არის  მორთული 35 ლარია. აგროჰაბის  ხაჭოს  პასკის  ღირებულება კი 45 ლარია.






კაფე „ლეგატოში“  პასკის ფასი 26 ლარიდან 65 ლარამდე მერყეობს.

 

მაგალითად პასკა დეკორით, შოკოლადის მინანქრით და  ქიშმიშით  65  ლარი  ღირს, შოკოლადის  მინანქრით და შიგთავსით 55 ლარი,  იგივე პასკა  440 გრამიან შეფუთვაში 30 ლარი ღირს. ტრადიციული შაქრის ფხვნილით მორთული პასკის  ფასი 26 ლარია და მისი წონა 440 გრამს შეადგენს.






სააღდგომოდ ჩირისა და ჩურჩხელების მწარმოებელმა კომპანია “ჩირჩხელამ“ მომხმარებელს  ჩირებით მორთული პასკები  შესთავაზა, 1 კგ პასკის ღირებულება 130 ლარს შეადგენს.

 


ქართული  ნატურალური  ჩირის და პროდუქტების კომპანია „სკიჯის“  პასკების ფასი  50 ლარიდან  იწყება და 59 ლარამდე  ადის. როგორც მწარმოებელი ახასიათებს მისი პასკები „გურული ხილის ჩირებით, ბუნებრივი, არომატული, დასამახსოვრებელი გემოებით, გამშვენიერებული ტყეში დაკრეფილი იებით და სკიჯის ხელნაკეთი კანფეტებით გამოირჩევა, რომელიც იდეალურად ერწყმის კლასიკურ, მძიმე, სველ, ტკბილ და ნოტიო პასკას“

 




საკონდიტრო  „ჩიზქეიქერმა“ წინასწარი შეკვეთების მიღება  15 მარტიდან დაიწყო. მიწოდების პერიოდი კი  20 მარტიდან 15 აპრილის ჩათვლითაა.

 

„ჩიზქეიქერის“ პასკების ფასი წონისა და შემადგენლობის მიხედვით განსხვავდება

 

ტრადიციული პასკა ქიშმიშით - 850 გრ. 33 ლარი / 250 გრ. 11 ლარი 

ტრადიციული პასკა ქიშმიშით, თეთრი შოკოლადით და ნუშის ფანტელებით - 850 გრ. 35 ლარი / 250 გრ. 13 ლარი

ტრადიციული პასკა ქიშმიშით და მარშმელოუს და ვარდის დეკორით - 850 გრ. 35 ლარი / 250 გრ. 13 ლარი

ტრადიციული პასკა ფორთოხლის ცუკატებით და შავი შოკოლადით  - 850 გრ. 35 ლარი / 250 გრ. 13 ლარი

კომპანია განსაკუთრებულ შეთავაზებასაც უკეთებს მომხმარებელს და  3 დიდი პასკის შეკვეთას 90 ლარად სთავაზობს.












„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up