„წელს პრივატიზებიდან მობილიზებული თანხების ჯამურმა მოცულობამ 207.6 მლნ. ლარი შეადგინა“ - ლევან დავითაშვილი

„წელს პრივატიზებიდან მობილიზებული თანხების ჯამურმა მოცულობამ 207.6 მლნ. ლარი შეადგინა“ - ლევან დავითაშვილი

access_time2022-10-06 17:40:43

„კერძო ბიზნესის განვითარებას და როგორც უცხოური, ისე ადგილობრივი ინვესტიციების მოზიდვას ხელს უწყობს სახელმწიფო ქონების პრივატიზების ინტენსიური პროცესი. ჩვენ სწრაფად, რამდენიმე წელიწადში უნდა დავასრულოთ მნიშვნელოვანი ობიექტების, მნიშვნელოვანი სახელმწიფო ქონების პრივატიზება და დღემდე უმოქმედოდ მყოფი ქონება, დაუმუშავებელი მიწა ან წლების წინ გაჩერებული საწარმო კერძო ინვესტორის ხელში უნდა გარდაიქმნას მოქმედ ბიზნეს-ობიექტად და მოსახლეობის დასაქმების წყაროდ", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის" ფორმატში მიმდინარე სიტყვით გამოსვლისას.


ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, 2022 წლის 9 თვის მანძილზე, პრივატიზებულია 1,600 ჰა სასოფლო სამეურნეო მიწა, მათ შორის მოქმედი იჯარების პირდაპირი წესით გამოსყიდვის სახით, რომლის საპრივატიზებო თანხამ 12.7 მლნ. ლარი შეადგინა. სულ მიმდინარე წელს პრივატიზებიდან მობილიზებული თანხების ჯამურმა მოცულობამ 207.6 მლნ. ლარი შეადგინა, რაც, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, რამდენჯერმე აღემატება ყველა წინა წლის საპრივატიზაციო მონაცემებს.


„პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" ფარგლებში 2022 წლის განმავლობაში გაიყიდა 153.3 მლნ. ლარის ღირებულების ქონება, მათ შორის 8.7 მლნ. ლარის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. სხვადასხვა უძრავი ქონების და საწარმოების პრივატიზება შევძელით", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.



.
ამასთან, ეკონომიკის მინისტრის თქმით, შესწავლილ იქნა 100-ზე მეტი კლიმატური და ბალნეოლოგიური კურორტის და საკურორტო ადგილის არსებული მდგომარეობა და განვითარების პოტენციალი. როგორც მან აღნიშნა, ეს არის პრემიერ-მინისტრის ახალი ინიციატივა, რომლის ფარგლებშიც გამოვლინდა ისეთი ადგილები, რომელთაც საკმაოდ დიდი მიმზიდველობა აქვთ ინვესტიციების მოზიდვის კუთხით.


„შესწავლილი ადგილების საფუძველზე, კურორტის და საკურორტო ადგილისთვის მომზადდა გეოინფორმაციული რუკები, რეესტრი და შემუშავდა საინვესტიციო შეთავაზებები. უახლოეს ხანებში მომზადებული ინფორმაცია მიეწოდება პოტენციურ ინვესტორებს, რათა სახელმწიფომ უფრო ეფექტიანად მოახდინოს ასეთი სახელმწიფო ქონების ინვესტირება", -განაცხადა ვიცე-პრემიერმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up