„წელს რაჭაში ყურძნის მოსავალი 1500 ტონას არ ასცდება“ - ლევან მეხუზლა

„წელს რაჭაში ყურძნის მოსავალი 1500 ტონას არ ასცდება“ - ლევან მეხუზლა

access_time2022-10-14 10:00:18

რაჭაში  რთველი 2022 აქტიურ  ფაზაშია, ყურძნის კრეფა -  დაბინავება დაიწყო, როგორ მიმდინარეობს  რთველი და  რამდენი  ტონა ყურძენია დღეის მდგომარეობით ჩაბარებული ამის შესახებ, რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „კომერსანტის დილა“ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ ისაუბრა.


მისი თქმით, წლევანდელი  გვალვების  გამო, შარშანდელთან  შედარებით ყურძნის მოსავალი შემცირებულია და სავარაუდოდ მოსავალი 1500 ტონას არ ასცდება.

 

„რაჭაში რთველი მიმდინარეობს და რამდენიმე დღეა რაც ყურძნის კრეფა დაიწყო, ამ  ეტაპისთვის 470 ტონა ალექსანდროულ და მუჯურეთულია ჩაბარებული, სწორედ მათგან მზადდება ღვინო ხვანჭკარა, მიუხედავად იმისა, რომ რაჭაში კახეთის მსგავსად ვაზი საკმაოდ დატვირთულია, წელს ძლიერმა გვალვებმა ვაზს თავისი შედეგი დაატყო და ვფიქრობთ, რომ ჯამური მოსავალი 1500 ტონას არ ასცდება, შარშან მისი რაოდენობა 1700 ტონა იყო, ასევე აღსანიშნავია, ისიც რომ სუბსიდირების თემამ გაამართლა“, -  აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

 


რაც შეეხება რაჭაში სუბსიდირებას, მეხუზლას თმით წინა წელთან შედარებით სახელმწიფომ სუბსიდირებაზე  ერთი ლარი მოუმატა იმ კომპანიებს, რომლებიც არანაკლებ 7 ლარს გადაიხდიან ალექსანდროულისადა მუჯურეთული ყურძნის ჯიშებში.

 

„რაჭაში რთველში მონაწილეობასა და ხვანჭკარის დამზადების სურვილი 30- მდე კომპანიამ გამოთქვა თუმცა ამას ემატება პატარა და მცირე მარნები და ვფიქრობ ჯამში მეტი კომპანია იქნება.

 

შარშანდლისგან განსხვავებით სუბსიდირება  ერთი ლარით გაიზარდა იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ალექსანდროულსა და მუჯურეთულ ყურძნის ჯიშებს არანაკლებ 7 ლარად ჩაიბარებენ და სუბსიდიის  სახით 4 ლარი აუნაზღაურდებათ“, -  აღნიშნა ლევან მეხუზლამ.



თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up