მიკროსაფინანსო ბაზარზე 3 მსხვილი მოთამაშის მთლიანი სესხების მოცულობა 2022 წლის მესამე კვარტლის მონაცემების მიხედვით გაზრდილია.
ყველაზე მეტი სესხი 420.5 მლნ ლარი, წელს „რიკო ექსპრესმა“ გასცა, მეორე ადგილზე 380 მლნ ლარამდე სესხით „კრისტალია“, ხოლო სამეულს „სვის კაპიტალი“ ასრულებს 159 მლნ ლარის სესხით.
რაც შეეხება მიკროსაფინანსოების აქტივებს და კაპიტალს, 2022 წლის 9 თვის მონაცემებით შემდეგნაირად გამოიყურება:
„რიკო ექსპრესი“ — აქტივები 522.3 მლნ. ლარი, კაპიტალი 281.9 მლნ. ლარი;
„კრისტალი“ — აქტივები 433 მლნ. ლარი, კაპიტალი 73.3 მლნ. ლარი;
„სვის კაპიტალი“ —.აქტივები 171,9 მლნ ლარი, კაპიტალი 64.5 მლნ ლარი.